მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზელენსკის ვიზიტისას გრემის სანქციების პროექტიც განიხილება - რომელ ქვეყნებს შეეხება აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი?
ზელენსკის ვიზიტისას გრემის სანქციების პროექტიც განიხილება - რომელ ქვეყნებს შეეხება აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი?

ზელენსკის ვიზიტისას გრემის სანქციების პროექტიც განიხილება - რომელ ქვეყნებს შეეხება აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი?

BM.GE28 ივლისი, 2026, 15:51|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას იგეგმება გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა. პროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მიღების შემთხვევაში ეს იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ყველაზე მძლავრი პაკეტი.

როგორც The Hill წერს, სანქციების ამ პაკეტს ტრამპიც უჭერს მხარს და მოითხოვა, რომ აქ ასევე მოხვდეს ირანი და ჰეზბოლა. კანონპროექტით, სანქციების მთავარი სამიზნე ბუნებრივია რუსეთია, თუმცა მეორადი სანქციები ასევე გავრცელდება ჩინეთსა და ინდოეთზე, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, ასევე ირანზე რუსეთისთვის სამხედრო დახმარებისთვის მათ შორის, საუბარია დრონებისა და ბალისტიკურ რაკეტების მიწოდებაზე, რომელსაც შემდეგ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს რუსეთის მთავრობის წევრების სანქცირებას, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ის ასევე ვრცელდება ოლიგარქებსა და სახელმწიფო საწარმოებზე. გარდა ამისა, პროექტი აწესებს 100%-მდე ტარიფს რუსული ნავთობის მსხვილ შემსყიდველ ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთზე.

The Hill-ის ცნობითვე, სენატორების მცირე ჯგუფი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, სადაც რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესებასა და უკრაინის დახმარებაზე იქნება საუბარი.

ზელენსკის ბუნებრივია შეხვედრა ექნება თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთანაც. მასთან შეხვედრაზე განიხილება ომის დასრულების საკითხი. ზელენსკის ვიზიტის წინა დღეს ტრამპმა კომენტარი გააკეთა მის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი ირანს გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ. "არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას აკეთებენ ყოველ შემთხვევაში მაღალ დონეზე", - თქვა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ასევე დაესწრება გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და გარდაცვალებამდე ბოლო ვიზიტი კიევში ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • დრონების გამო ზელენსკის თვითმფრინავის მოლდოვიდან გაფრენა შეფერხდაფორმულა
  • მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნაიმედი
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE