მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზემო ლარსთან მისასვლელი გზის მძიმე მდგომარეობა გადამზიდველებს რუსეთ–აზერბაიჯანის მარშრუტისკენ უბიძგებს - TRANSCOR
ზემო ლარსთან მისასვლელი გზის მძიმე მდგომარეობა გადამზიდველებს რუსეთ–აზერბაიჯანის მარშრუტისკენ უბიძგებს - TRANSCOR

ზემო ლარსთან მისასვლელი გზის მძიმე მდგომარეობა გადამზიდველებს რუსეთ–აზერბაიჯანის მარშრუტისკენ უბიძგებს - TRANSCOR

BM.GE21 მაისი, 2026, 21:57|bm.ge

რუსეთთან დამაკავშირებელი ზემო ლარსთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის გამო, სატვირთო გადამზიდველების უკმაყოფილებას იწვევს. ამის შესახებ transcor წერს და აღნიშნავს, რომ სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, დაზიანებული საგზაო მონაკვეთები, გაჭიანურებული რიგები და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოების არასაკმარისი ტემპი ზემო ლარსის მიმართულებას გადამზიდველებისთვის სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გადამზიდველების შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფასანაური–ყაზბეგის მონაკვეთი და ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ გვირაბში დაზიანებული გზის საფარი რჩება, რის გამოც მოძრაობა ხშირად ფერხდება. მძღოლები ასევე კითხვის ნიშნებს აჩენენ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული 350-ლარიანი გზით სარგებლობის გადასახადის მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით აღნიშნული ტარიფი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

არსებული მონაცემებით, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთის პერიმეტრზე ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სახმელეთო სატვირთო გამტარ პუნქტად რჩება. რუსეთის წყაროებზე დაყრდნობით, 2024 წელს ზემო ლარსზე 4.7 მილიონი ტონა ტვირთი გატარდა. დატვირთულობით მეორე ადგილზეა რუსეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე იარაგ–კაზმალიარის გამშვები პუნქტი - 3.7 მილიონი ტონა, ხოლო მესამე ადგილზეა რუსეთ–ჩინეთის საზღვარზე მდებარე ზაბაიკალსკის გამტარი პუნქტი - 2.5 მილიონი ტონა.

გამოცემის მიხედვით, ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი გადამზიდველი არჩევანს რუსეთ–აზერბაიჯანის შემოვლით მარშრუტზე აკეთებს. მათი თქმით, მიზეზი ზემო ლარსზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და რიგებია.

სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში იარაგ–კაზმალიარის გამშვებ პუნქტზე 89.2 ათასი დატვირთული სატვირთო ავტომობილი გატარდა.

გადამზიდველები აცხადებენ, რომ რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, გზის დღევანდელი მდგომარეობა მიუთითებს წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე, მიმდინარე მოვლა-შენახვისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩამორჩენაზე, რამაც როგორც გზის საფარის ინტენსიური დაზიანება, ისე გადაზიდვების უსაფრთხოების პირობების გაუარესება გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და მძღოლების კომენტარები კი ადასტურებს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა სულ უფრო პრობლემური ხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო ტრანსპორტისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE