მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძე
ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძე

ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძე

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 18:20|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი [ირაკლი ღარიბაშვილი] კორუფციაში იყო გახვეული, ხოლო ზოგიერთი ადამიანისთვის კორუფცია „ორგანულია“ და ვერ იგებენ, რატომ არის საზოგადოება თუ მმართველი გუნდი ამის გამო გაბრაზებული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნაწილს უბრალოდ არ ესმის, რომ კორუფცია ცუდია და რატომ იწვევს ეს საზოგადოებრივ უკმაყოფილებას.

„არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება, ვიღაც იყოს შენზე გაბრაზებული ხალხი თუ გუნდი, იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში. ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE