მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი
ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

BM.GE26 მაისი, 2026, 16:36|bm.ge

შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის სუვერენიტეტზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წლევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ემთხვევა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია არის ის ორი საყრდენი, რომელთა განცალკევებაც შეუძლებელია.

შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას. დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ, ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.

გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ – ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია – ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია. ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია“.

როგორც მან აღნიშნა, საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომლის აღორძინებასაც ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისივე თქმით, ზოგიერთს დღესაც სურს, რომ ქვეყანა სხვას ეყუდნოდეს და ახალ „ოქროს ჯაჭვზე“ იყოს გამობმული, თუმცა ქართველი ხალხის ნება მტკიცეა:

„საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი გამოარჩია. ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად, თავად ვწყვეტთ ჩვენს ბედისწერას.

ისტორიის მორიგ ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა – ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ.

ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა. ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ, დღეს, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა – ჩვენს წმინდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE