მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ
"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 23:02|bm.ge

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, აგვისტოში საქართველოში Zolotaia Korona-ს გაჩერების გამო ჩრდილოეთიდან თანხების გადმორიცხვების შემცირება ქვეყანას არ დასტყობია.

როგორც დავით რუსია გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განმარტავს, მიზეზი ფინანსების სხვა - ციფრული ვალუტით შემოტანა შეიძლება იყოს. ის ამ მხრივ რისკებს ხედავს, რადგან ბანკებს ამ ნაკადების აღრიცხვის შესაძლებლობა არ აქვთ.

„აგვისტოში, Zolotaia Korona-ს გაჩერების გამო ჩრდილოეთიდან გადმორიცხული თანხები შემცირდა, მაგრამ ეს ქვეყანას არ დასტყობია, რადგან შეიძლება ამ თანხებმა სხვა ინსტრუმენტებში გადაინაცვლა როგორიც არის ვთქვათ ციფრული ბიტკოინები და ა.შ. ეს გარკვეულწილად საგანგაშოც შეიძლება გახდეს მომავალში იმიტომ რომ ოფიციალურ ანგარიშგებაში, ჩვენ ციფრული საფულით შემოტანილ თანხებს აქ ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს რომ შემოვიდა რეზერვების ზრდაზე ჩანს. მხოლოდ აგვისტოში რეზერვები 555 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ანუ ეს მიუთითებს იმაზე რომ ეკონომიკას სტაბილურობას და გარკვეულწილად ამ გარემოს, რაც საქართველოშია შექმნილი თანაბრად ასე ვთქვათ სარგებლობენ ადგილობრივი და უცხოელები“, - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, წელს აგვისტოში Zolotaia Korona-ს სისტემით საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 29.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის აგვისტოში ამ სისტემით შემოსული გზავნილები 67.1 მლნ დოლარი იყო.

წელს 8 თვის მონაცემებით, Zolotaia Korona-ს სისტემით ქვეყანაში ჯამში 376 მილიონი ლარი გადმოირიცხა, გასულ წელს ამ პერიოდში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 475 მილიონ დოლარამდე იყო.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანქციების გამო, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

სანქციების გამო, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

სასტუმრო „პაბელონში“ პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

სასტუმრო „პაბელონში“ პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

BM.GE

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

BM.GE

აგვისტოში სესხები და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა - საბანკო ასოციაცია

აგვისტოში სესხები და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა - საბანკო ასოციაცია

BM.GE