მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Zolotaya Korona ევროპაში საქმიანობას წყვეტს და ლიცენზიას აუქმებს
Zolotaya Korona ევროპაში საქმიანობას წყვეტს და ლიცენზიას აუქმებს

Zolotaya Korona ევროპაში საქმიანობას წყვეტს და ლიცენზიას აუქმებს

BM.GE20 აგვისტო, 2026, 20:31|bm.ge

ფულადი გზავნილების რუსული სისტემა Zolotaya Korona ევროპაში საქმიანობას წყვეტს და ლიცენზიას აბარებს - ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის მითითებული.

"Koronapay Europe Limited აცნობებს თავის მომხმარებლებსა და საზოგადოებას, რომ ამჟამად ავტორიზაციის ნებაყოფლობით გაუქმების პროცესში იმყოფება. შესაბამისად, Koronapay Europe Limited აღარ შესთავაზებს და აღარ განახორციელებს რეგულირებულ მომსახურებებს. ახალი გადარიცხვების განხორციელება შეუძლებელია. მანამდე გაგზავნილი თანხების დაბრუნება შესაძლებელია Korona-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ოპერირების შეწყვეტა უკავშირდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს, რომელიც სისტემის საგადახდო ოპერატორი კომპანია ნოვოსიბირსკის "საგადასახადო ცენტრს" შეეხო. 2026 წლის 24 ივლისიდან სისტემამ ოპერირება შეწყვიტა საქართველოსა და მთელ რიგ სხვა ბაზრებზე, ხოლო ახლა ცნობილი ხდება რომ კომპანიის შვილობილი Koronapay Europe Limited ევროპაში არსებულ ლიცენზიას აუქმებს და ოპერირებას წყვეტს.

საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავსიმედი
  • ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავსფორმულა
  • ევროპაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - ყველაზე რთული ვითარება ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
ევროპის →

მსგავსი სტატიები

"საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემო გვაქვს" - სონღულაშვილი გერმანული კომპანია Develey-ს და მარნეულის ქარხნის მფლობელებს შეხვდა

"საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემო გვაქვს" - სონღულაშვილი გერმანული კომპანია Develey-ს და მარნეულის ქარხნის მფლობელებს შეხვდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა

BM.GE

ჯეონათსი - ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

ჯეონათსი - ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

BM.GE

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის აღებას $600-დან $65-მდე აიაფებს

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის აღებას $600-დან $65-მდე აიაფებს

BM.GE