მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს
ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

ფორმულა|formulanews.ge

Financial Times-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანი კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში ევროპის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მიყენების სცენარს განიხილავს. გამოცემის ცნობით, პოტენციურ სამიზნეებად ბულგარეთსა და კვიპროსში არსებული აშშ-ის აქტივები განიხილებოდა.

გარდა ამისა, ირანულმა მხარემ ჰორმუზის სრუტეში არსებულ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებზე თავდასხმის შესაძლებლობებიც შეისწავლა, თუკი რეგიონში ომი კიდევ უფრო გამწვავდება.

წყაროების ცნობით, თეირანი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მუქარას განახორციელებს. მეორე წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო ქმედებებზე საპასუხოდ ირანი „არავითარ შეზღუდვას“ არ დააწესებს.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა — რასაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა — თეირანის მიერ განხორციელებულ ყველაზე ზუსტ შორ მანძილზე დარტყმად შეაფასეს.

„ეს ასევე ევროპისთვის გაგზავნილი გზავნილი იყო: მან უნდა იცოდეს, რომ რაკეტები შესაძლოა მის ტერიტორიამდეც მივიდეს და შესაბამისად, სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მსგავსმა დიდმა შეცდომამ შესაძლოა ომი რეგიონის ფარგლებს გასცდეს და ევროპამდე მიაღწიოს“, — განაცხადა წყარომ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • ირანის განცხადებების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე 91 დოლარამდე გაიზარდაBM.GE
  • Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინიაიმედი
  • მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივესრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

რუსული დრონების შეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა

რუსული დრონების შეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა

NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო

NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო

ფორმულა

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდია

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდია

ფორმულა

"ბიბლუსი" წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

"ბიბლუსი" წიგნების დაზიანების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა