მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ზუგდიდს ინფრასტრუქტურული განვითარება და საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები სჭირდება“ - სასტუმრო „ლეთო“
„ზუგდიდს ინფრასტრუქტურული განვითარება და საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები სჭირდება“ - სასტუმრო „ლეთო“

„ზუგდიდს ინფრასტრუქტურული განვითარება და საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები სჭირდება“ - სასტუმრო „ლეთო“

BM.GE5 მაისი, 2026, 12:39|bm.ge

ბაზარზე ოპერირების 6 წლიან სტატისტიკაზე დაყრდნობით სასტუმრო „ლეთოში“ ამბობენ, რომ ბოლო 2 წელიწადში, ზუგდიდის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რეგიონს დამატებითი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები სჭირდება.

"უძრავი ქონების პროსპექტთან" საუბრისას, სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია ზარანდია ამბობს, რომ სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ქალაქის პოტენციალი ეკო და კულტურული ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია.

„ლეთო“ ზუგდიდში პოზიციონირებს როგორც ბუტიკური, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სივრცე. ჩვენი სასტუმრო 39 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს - სტანდარტულს, გაუმჯობესებულს, ლუქსს და ერთ საპრეზიდენტო ნომერს მოიცავს. გახსნის დღიდან მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და ახალი სერვისების დამატებას.

ჩვენთან ყველაზე აქტიური სეზონი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ზაფხულში დატვირთვა განსაკუთრებით მაღალია, ხოლო გვიან შემოდგომასა და ზამთარში შედარებით მცირდება.

ბოლო წლებში აშკარად ვხედავთ, რომ ზუგდიდის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ქალაქი უფრო პოპულარული ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდი სტრატეგიული მდებარეობის ქალაქია, რომელსაც კულტურული, ეკო და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რეგიონს ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურული განვითარება და საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები, რათა იქცეს რეგიონული ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად და ჩვენ, როგორც სასტუმრო „ლეთო“, მზად ვართ ამ განვითარების აქტიური ნაწილი ვიყოთ“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნათია ზარანდიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE