მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება
ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება

BM.GE4 მაისი, 2026, 19:20|bm.ge

ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს.

"7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE