ორიგინალი
აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს
კომერსანტი·19:30

აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს

25 ნოემბერი, 2026 · 19:30

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი აშშ-ის ვაჭრობის შესახებ კანონის 301-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიება გახდა, რომელიც გადამამუშავებელ მრეწველობაში ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებსა და ჭარბწარმოებას ეხებოდა.

გამოძიება ჩინეთს, ევროკავშირს, სინგაპურს, შვეიცარიას, ინდონეზიას, მალაიზიას, კამბოჯას, ტაილანდს, სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, ტაივანს, ბანგლადეშს, იაპონიასა და ინდოეთს შეეხო. საბაჟო გადასახადების განაკვეთები ქვეყნებისა და პროდუქციის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იქნება.

ყველაზე მაღალი ტარიფი ჩინეთისთვის არის გათვალისწინებული და 40%-ს მიაღწევს. ვიეტნამის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთი 35% იქნება, დანარჩენი სავაჭრო პარტნიორებისთვის კი – 20 ან 25%. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საბაჟო გადასახადების რეალური განაკვეთი უფრო დაბალი იქნება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მანამდე მიღწეული სავაჭრო შეთანხმებები ტარიფების მაქსიმალურ ოდენობას ზღუდავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ახალი ტარიფები ამ ეტაპზე ინიციატივის სახით არის წარდგენილი და ძალაში ჯერ არ შესულა. ეს ტარიფები, შესაძლოა, 2027 წლის იანვარში ამოქმედდეს, საჯარო განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ვაშინგტონი ჩინეთს გლობალურ ბაზრებზე ჭარბი რაოდენობით დაბალფასიანი ფოლადის, ალუმინის, ელექტრომობილებისა და მზის ენერგეტიკისთვის განკუთვნილი პროდუქციის მიწოდებაში ადანაშაულებს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინური ექსპორტის წარმატება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობებით არის განპირობებული.

ახალი ტარიფების დაწესების ინიციატივის შესახებ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ჩინეთში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. აშშ-სა და ჩინეთს შორის მოქმედი დროებითი სავაჭრო შეთანხმების ვადა 2027 წლის 10 იანვარს იწურება.

ტრამპის ადმინისტრაცია ახალი მექანიზმით იმ საბაჟო გადასახადების ჩანაცვლებას ცდილობს, რომლებიც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში გააუქმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს

თემა: ჩინეთის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 130 სტატია.

  • BM.GE·19:42
    ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
  • რუსთავი 2·19:11
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • პოსტივი·19:09
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  • იმედი·19:05
    ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს
ჩინეთისევროკავშირისრამდენიმე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·21:30

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა
კომერსანტი·21:00

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·21:00

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს
კომერსანტი·20:30

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.