ორიგინალი
ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

25 ნოემბერი, 2026 · 19:42

ევროკომისია მიმდინარე კვირაში წარადგენს კვანტური აქტის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ევროპულ კომპანიებს გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ამერიკელ და ჩინელ მეტოქეებთან კონკურენციაში დაეხმარება.

როგორც ირკვევა, ინიციატივა 2025 წელს მიღებული კვანტური სტრატეგიის პრაქტიკულ განხორციელებას, წევრ ქვეყნებში კვლევების გაძლიერებასა და მიწოდების ჯაჭვების გამყარებას დაისახავს მიზნად. ამ ნაბიჯით ბრიუსელი ცალკეულ სახელმწიფოებში გაფანტული ინფრასტრუქტურისა და გამოცდილების საერთო ევროპულ დონეზე კოორდინაციას შეეცდება.

თომას სკორდასმა, რომელიც ევროკომისიაში ციფრული პოლიტიკის მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილეა, განმარტა, რომ დოკუმენტი რეგულაციაზე ან საბიუჯეტო კანონპროექტზე მეტად „ხელშემწყობი ჩარჩო“ იქნება.

„აქტი ბიუჯეტს არ ეხება. ის მოგვცემს სტიმულს, რათა სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ და ადამიანები გავაერთიანოთ“, - აღნიშნა სკორდასმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევით სტარტაპ Quantum Flagship-ში განმარტავენ, რომ კანონმდებლობა ევროპის სამეცნიერო პოტენციალს კონკურენტუნარიან კომპანიებად და კომერციულად მოგებიან ტექნოლოგიებად გარდაქმნის.

ინიციატივის წარმომადგენელთა შეფასებით, პირველ ეტაპზე მსხვილი დამკვეთები, მათ შორის საავადმყოფოები და სახელმწიფო უწყებები, ევროპულ კვანტურ პროდუქტებს შეიძენენ, რითაც სტარტაპებს გასაღების ბაზარს შეუქმნიან. პარალელურად, აქტი საჯარო და კერძო სექტორებს საპილოტე საწარმოო ობიექტებში ინვესტირებისკენ წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ კანონად ქცევამდე ჩარჩოდოკუმენტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ცალ-ცალკე უნდა დაამტკიცონ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • რუსთავი 2·14:05
    ნინო წილოსანი: ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი
  • ფორმულა·14:00
    ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
  • ტვ პირველი·10:24
    ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთ
  • ნეტგაზეთი·12:30
    ცხინვალში მიიჩნევენ, რომ საქართველოს დასავლური ზეწოლისგან ჩინეთთან პარტნიორობა იცავს
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
BM.GE·19:09

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.