ორიგინალი
„Black Friday-ის აქციები ბიზნესისთვის ყოველთვის მომგებიანი არ არის“ - რატომ ამბობენ ცნობილი ბრენდები უარს ფასდაკლებებზე?
კომერსანტი·23:59

„Black Friday-ის აქციები ბიზნესისთვის ყოველთვის მომგებიანი არ არის“ - რატომ ამბობენ ცნობილი ბრენდები უარს ფასდაკლებებზე?

26 ნოემბერი, 2026 · 23:59

მაშინ, როდესაც ბრენდების უმეტესობა Black Friday-ის პერიოდში მომხმარებლების მოსაზიდად მსხვილ ფასდაკლებებს აანონსებს, ზოგიერთი კომპანია აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათი მიზანია მოგების მარჟის შენარჩუნება, მდგრადი მოხმარების პოპულარიზაცია და იმ მომხმარებლების მოზიდვა, რომლებიც მუდმივი ფასდაკლებების მიმართ სულ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. ამის შესახებ Reuters წერს.

იტალიური მოდის ბრენდი Pinko წელს პირველად არ მონაწილეობს Black Friday-ის კამპანიაში. კომპანიის თავმჯდომარის, პიეტრო ნეგრას განცხადებით, ფასდაკლებების მუდმივი შეთავაზება შესაძლოა მანკიერ წრედ იქცეს. მისი შეფასებით, ასეთი პრაქტიკა მომხმარებელს აქციებზე დამოკიდებულს ხდის და ბრენდსა და მომხმარებელს შორის სასურველ ურთიერთობას აზიანებს. კომპანიის პროგნოზით, Black Friday-ში მონაწილეობაზე უარი დაახლოებით 2 მილიონი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს, თუმცა მოგებაზე გავლენა შედარებით მცირე იქნება. Pinko-სთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი მოგების მარჟის დაცვაა.

ფასდაკლებების მიმართ მომხმარებელთა სკეპტიციზმის ზრდაზე საუბრობს საკონსულტაციო კომპანია Simon-Kucher-ის წარმომადგენელი შიხა ჯაინიც. მისი განმარტებით, ხანგრძლივი ინფლაციისა და მუდმივი სარეკლამო აქციების ფონზე მომხმარებლებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ შეთავაზებული ფასდაკლებები რეალურ დანაზოგს ნიშნავს. ასეთ პირობებში Black Friday-ში მონაწილეობაზე უარმა შესაძლოა ბრენდებს კონკურენტებისგან გამორჩევისა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს.

ფასდაკლებების ნაცვლად ალტერნატიულ მიდგომას იყენებენ სხვა კომპანიებიც. ბრიტანული ტანსაცმლის მწარმოებელი Buffalo Systems Black Friday-ში არ მონაწილეობს, ამერიკული საცალო ქსელი REI კი ამ დღეს მაღაზიებს კეტავს და თანამშრომლებს დასვენების საშუალებას აძლევს. კოსმეტიკური ბრენდი The Ordinary ასევე აჩერებს გაყიდვებს და ნიუ-იორკსა და ტორონტოში სისხლის დონაციის კამპანიებს მართავს. კომპანიის განმარტებით, Black Friday-ის პერიოდში იმპულსური შესყიდვები ხშირად მომხმარებლებს ისეთი პროდუქტების შეძენისკენ უბიძგებს, რომლებიც რეალურად არ სჭირდებათ.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ყველა კომპანია ფასდაკლებებზე უარის თქმას ვერ ახერხებს. ბრიტანული კოსმეტიკური ბრენდი UpCircle, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად კვების მრეწველობის ნარჩენებს იყენებს, Black Friday-ზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა პარალელურად ჭარბწარმოებისა და ჭარბი მოხმარების წინააღმდეგ კამპანიასაც აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, Black Friday-ის გარშემო სამკვირიან პერიოდში წლიური ონლაინგაყიდვების დაახლოებით 20% მოდის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. „Black Friday-ის აქციები ბიზნესისთვის ყოველთვის მომგებიანი არ არის“ - რატომ ამბობენ ცნობილი ბრენდები უარს ფასდაკლებებზე?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·00:00

„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში“ - ნათია თურნავა

„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში“ - ნათია თურნავა
კომერსანტი·23:30

იტალიაში, ვულკანური ტბის ფსკერზე 3000 წლის წინანდელი ხმალი იპოვეს, რომელიც დღემდე ბასრია

იტალიაში, ვულკანური ტბის ფსკერზე 3000 წლის წინანდელი ხმალი იპოვეს, რომელიც დღემდე ბასრია
კომერსანტი·23:00

„500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“ – ირაკლი კობახიძე

„500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“ – ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·23:00

მომავლის პროგნოზირებისთვის მასკის კომპანია xAI-ის დამფუძნებელმა სტარტაპი შექმნეს - Bloomberg

მომავლის პროგნოზირებისთვის მასკის კომპანია xAI-ის დამფუძნებელმა სტარტაპი შექმნეს - Bloomberg
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.