იტალიაში, ვულკანური ტბის ფსკერზე 3000 წლის წინანდელი ხმალი იპოვეს, რომელიც დღემდე ბასრია
ცენტრალურ იტალიაში, ვულკანური ტბის, მეცანოს ფსკერზე, არქეოლოგებმა 3300 წლის ბრინჯაოს ხმალი აღმოაჩინეს, რომელიც საოცრად კარგად არის შემონახული - მისი პირი დღემდე ბასრია.
მკვლევართა ვარაუდით, ხმალი ძვ.წ. XIII საუკუნით თარიღდება, როდესაც აქ ბოძებზე მდგარი სოფელი იყო და იარაღს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას მისი მფლობელის სტატუსის შესახებ.
ბრინჯაოს ხმალი ტბის წყალქვეშ სამ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდო, სანამ არქეოლოგებმა იარაღი ზედაპირზე არ ამოიტანეს.
რომიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა ტბა უძველესი ვულკანის კრატერს იკავებს და უძველესი ადამიანის სიცოცხლის ყველაზე ძვირფას მტკიცებულებებს შეიცავს.
წყალქვეშ შემორჩენილია დიდი დასახლების კვალი, სადაც ადამიანები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ადგილობრივი წერილობითი წყაროების გამოჩენამდეც კი.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სოფელი ძვ.წ. 1700-დან 1150 წლამდე არსებობდა და მისი სახლები წყალზე მაღლა, ბოძებზე იყო აღმართული.
როგორ მოახერხა ხმალმა ბასრი შენარჩუნებულიყო წყალქვეშ ათასობით წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ? ფსკერზე მწოლიარე ხმლის ბედი დიდწილად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად იყო კოროზირებული ლითონი.
თუმცა, ხმალი ბრინჯაოსგან იყო დამზადებული, რომელიც ივითარებს მკვრივ პატინას – იგი იცავს ქვეშ არსებულ ლითონს და ანელებს შემდგომ დაზიანებას.
ვრცლად euro-pulse.ru
