ორიგინალი
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს“
კომერსანტი·14:00

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს“

27 ნოემბერი, 2026 · 14:00

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დარგობრივი შეხვედრების ფარგლებში, შეფ-მზარეულებთან ერთად, სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული კულინარიის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რესტორნების, გასტრონომიული პროექტებისა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების გაძლიერებას, პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე, ხარისხის დაცვაზე, ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტო იყოს პლატფორმა, რომელიც დარგთან ერთად იმუშავებს როგორც პრობლემების იდენტიფიცირების, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ქართული გასტრონომიის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით“,- განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან ქარუმიძემ.

შეფ-მზარეულებმა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია პრობლემების სწორად განსაზღვრა.

„არსებული პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის დონეზე. რა თქმა უნდა, საუბარია, ქართულ გასტრონომიაზე, მის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დავინახე, ეს არის ორმხრივი მზაობა იმისათვის, რომ ეს დიალოგი არ იყოს ფორმალური, არამედ იყოს საქმიანი და შინაარსიანი“,- განაცხადა პროფესიულ კოლეჯის „იკაროსის“ კულინარიული პროგრამების ხელმძღვანელმა მანუელ ფაუნდესმა.

ქართული კულინარიისა და დარგის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები სააგენტოსთან რეგულარული კონსულტაციების ფორმატში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დარგის წარმომადგენლებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს. სააგენტოს მიზანია დარგის განვითარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფ-მზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·15:32

სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო მშენებლობა 2027 წელს დაიწყება

სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
კომერსანტი·15:30

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თუ სურვილი აქვს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია
კომერსანტი·15:00

„თუ ქართველი იმპორტიორები უცხოელ მყიდველებს ხელსაყრელ პირობებს ვერ შესთავაზებენ, კლიენტები ალტერნატიულ ბაზრებზე გადაინაცვლებენ, ქართული კომპანიები კი გლობალური სავაჭრო ჯაჭვიდან სრულად ამოვარდებიან“

„თუ ქართველი იმპორტიორები უცხოელ მყიდველებს ხელსაყრელ პირობებს ვერ შესთავაზებენ, კლიენტები ალტერნატიულ ბაზრებზე გადაინაცვლებენ, ქართული კომპანიები კი გლობალური სავაჭრო ჯაჭვიდან სრულად ამოვარდებიან“
კომერსანტი·14:49

ფასები გაიზრდება როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში... უცხოური ონლაინ პლატფორმები კი დიდ ფასობრივ უპირატესობას მიიღებენ - REA

ფასები გაიზრდება როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში... უცხოური ონლაინ პლატფორმები კი დიდ ფასობრივ უპირატესობას მიიღებენ - REA
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.