ორიგინალი
იბიცასთან ტანკერის ჩაძირვამ, ხმელთაშუა ზღვაში საწვავის დაღვრის საფრთხე შექმნა
კომერსანტი·10:44

იბიცასთან ტანკერის ჩაძირვამ, ხმელთაშუა ზღვაში საწვავის დაღვრის საფრთხე შექმნა

27 ნოემბერი, 2026 · 10:44

ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის კუთვნილ კუნძულ იბიცასთან, დიზელის გადამზიდავი ტანკერი Med Emre ავარიაში მოყვა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შემთხვევა ხუთშაბათს, გამთენიისას, კუნძულიდან დაახლოებით 30 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. გემი ალხესირასიდან ბარსელონას მიმართულებით მიემგზავრებოდა და, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 7 000 მეტრულ ტონამდე დიზელის საწვავი გადაჰქონდა.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 17-ვე წევრი გადაარჩინეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი იბიცის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ძირითადად — ჰიპოთერმია. გადარჩენილთა ნაწილი იბიცაში გადაიყვანეს, ხუთი წევრი კი ვალენსიაში გადაიყვანეს, დანარჩენი ხუთი ამ დროისთვის სამაშველო გემზე იმყოფება.

ინციდენტის შემდეგ ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე გაგზავნა საწვავის დაღვრის შედეგებთან ბრძოლის სპეციალიზებული გემი Clara Campoamor და საჰაერო ხომალდი, რათა შესაძლო დაბინძურების მასშტაბი შეაფასონ. ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციამ საზღვაო დაბინძურებაზე რეაგირების ეროვნული გეგმის მეორე დონე აამოქმედა, ხოლო ბალეარის კუნძულების ხელისუფლებამ რეგიონული სამოქალაქო დაცვის გეგმა ჩართო.

ხელისუფლების განცხადებით, პირველადი შემოწმებისას წყლის მნიშვნელოვანი დაბინძურება ან სანაპიროზე საწვავის გავრცელება არ დაფიქსირებულა, თუმცა ზღვის ზედაპირზე საწვავის მცირე კვალი შენიშნეს. ტანკერი ამ დროისთვის ნაწილობრივ წყალქვეშაა, მისი კილი კი წყლის ზემოთ ჩანს. სპეციალისტები გემის მდგრადობასა და შესაძლო გარემოსდაცვით რისკებს აფასებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. იბიცასთან ტანკერის ჩაძირვამ, ხმელთაშუა ზღვაში საწვავის დაღვრის საფრთხე შექმნა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·10:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს - შსს
კომერსანტი·10:37

ამერიკული Firebird AI სომხეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $8 მილიარდს ჩადებს

ამერიკული Firebird AI სომხეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $8 მილიარდს ჩადებს
კომერსანტი·10:30

Ryanair-მა თვითმფრინავებში უფასო ადგილების განაწილების წესები შეცვალა

Ryanair-მა თვითმფრინავებში უფასო ადგილების განაწილების წესები შეცვალა
კომერსანტი·10:26

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადარჩენილი ფრინველები ველურ ბუნებაში დააბრუნეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.