ორიგინალი
ირანს დსთ-ში გაწევრიანება შესთავაზეს
კომერსანტი·16:17

ირანს დსთ-ში გაწევრიანება შესთავაზეს

26 ნოემბერი, 2026 · 16:17

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) ირანისთვის პარტნიორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, საკითხი განიხილება „დსთ+“ ფორმატის ფარგლებში. ინიციატივის მიმართ თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში ინტერესი არსებობს და შეფასებები, ძირითადად, დადებითია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ირანი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭება.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა „დსთ+“ ფორმატის გამოყენებით რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების ინიციატივა 9 ოქტომბერს, თურქმენეთში გამართულ სამიტზე წარადგინა. მისი განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ვაჭრობას, ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ფეზეშქიანმა ასევე წამოაყენა საერთო ენერგეტიკული ქსელის შექმნის იდეა, რომელიც მონაწილე ქვეყნებს ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოებისა და მიწოდების კოორდინირების შესაძლებლობას მისცემს. მან ყურადღება გაამახვილა სანქციების პირობებში ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ანგარიშსწორებისა და ბარტერული მექანიზმების განვითარებაზეც.

„დსთ+“ ფორმატი 2025 წლის ოქტომბერში, ყაზახეთის ინიციატივით შეიქმნა. ის თანამეგობრობის წევრობის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობაში ჩართვას ითვალისწინებს. ირანი უკვე არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და BRICS-ის წევრი, ასევე თანამშრომლობს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. 2025 წელს თეირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ამოქმედდა, რომელიც საქონლის სასაქონლო ნომენკლატურის თითქმის 90%-ს მოიცავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ირანს დსთ-ში გაწევრიანება შესთავაზეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·19:30

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“
კომერსანტი·19:00

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა
კომერსანტი·19:00

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
კომერსანტი·18:30

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.