ორიგინალი
LEGO პორტუგალიაში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციით ახალ ქარხანას ააშენებს
კომერსანტი·23:04

LEGO პორტუგალიაში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციით ახალ ქარხანას ააშენებს

29 ნოემბერი, 2026 · 23:04

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია LEGO პორტუგალიაში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, საწარმო ქალაქ ესტარეჟაში განთავსდება და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოემსახურება.

ქარხნის მშენებლობა 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, წარმოების დაწყება კი 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ საწარმო 1 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

115 000 კვადრატული მეტრის ფართობის ქარხანა 60 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. საწარმოში LEGO-ს დეტალების ჩამოსხმა, დამუშავება და მზა სათამაშო ნაკრებების შეფუთვა იგეგმება.

კომპანიის მთავარი საოპერაციო დირექტორის, კარსტენ რასმუსენის განცხადებით, პორტუგალია საწარმოს განთავსებისთვის ბაზრებთან სიახლოვის, სატრანსპორტო კავშირების, მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის გამო შეირჩა.

მისივე თქმით, ეს LEGO-ს ყველაზე მეტად ავტომატიზებული ქარხანა იქნება, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები პროდუქტიულობის, ეკოლოგიური მდგრადობისა და საოპერაციო მოქნილობის გასაზრდელად გამოიყენება.

პორტუგალიაში დაგეგმილი საწარმო ევროპაში LEGO-ს რიგით მეოთხე ქარხანა იქნება. ამჟამად კომპანიას წარმოება დანიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში აქვს. პორტუგალიის ქარხანა LEGO-სთვის მსოფლიოში რიგით მერვე საწარმო გახდება, მას შემდეგ, რაც 2027 წელს აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალი ქარხანა გაიხსნება.

კომპანიის განცხადებით, წარმოების მომხმარებლებთან უფრო ახლოს განთავსება მიწოდების ჯაჭვს შეამცირებს და პროდუქციის ტრანსპორტირებით გარემოზე გამოწვეულ ზემოქმედებას შეამცირებს.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში LEGO-ს სამომხმარებლო გაყიდვები წლიურად 22%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 41.9 მილიარდი დანიური კრონა (5.6 მილიარდი ევრო) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია. საოპერაციო მოგება კი 22%-ით, 10.9 მილიარდ კრონამდე (1.5 მილიარდი ევრო) გაიზარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. LEGO პორტუგალიაში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციით ახალ ქარხანას ააშენებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·22:10

USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი

USAID პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში - ილონ მასკი
კომერსანტი·21:32

ჩინეთმა ადგილობრივ ექსპორტში რუსეთს გაუსწრო – რა პროდუქცია გადის საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე

ჩინეთმა ადგილობრივ ექსპორტში რუსეთს გაუსწრო – რა პროდუქცია გადის საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე
კომერსანტი·21:02

2027 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ტემპს უცვლელად შეინარჩუნებს - OPEC+

2027 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ტემპს უცვლელად შეინარჩუნებს - OPEC+
კომერსანტი·20:30

ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის „სტარლინკი“ გამოიყენა - Washington Post

ირანმა აშშ-ის ძალებზე იერიშებისთვის „სტარლინკი“ გამოიყენა - Washington Post
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.