ორიგინალი
პლასტმასის შეზღუდვის შემდეგ, ხის ნაკეთობებზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა - Rsn Wood
კომერსანტი·09:00

პლასტმასის შეზღუდვის შემდეგ, ხის ნაკეთობებზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა - Rsn Wood

27 ნოემბერი, 2026 · 09:00

პლასტმასის გამოყენებაზე დაწესებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზე ხის ნაკეთობებზე მოთხოვნა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ხის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია Rsn Wood-ის დამფუძნებელმა, რესან ჟოჟაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, სასტუმროების, რესტორნებისა და კოტეჯების სექტორი პლასტმასის ალტერნატივად სწორედ ხის პროდუქციას ირჩევს, რაც კომპანიის გაყიდვებსა და შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.

„პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის შემდეგ მომართვიანობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. სასტუმროები, რესტორნები და კოტეჯები ეტაპობრივად ხის ნაწარმზე გადადიან. ზოგადად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 15-20%-ის ფარგლებში იზრდება, რაც შემოსავლების მატებასაც განაპირობებს. შესაბამისად, ვცდილობთ, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოება გავაფართოოთ“, — აღნიშნავს რესან ჟოჟაძე.

მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელმა საკუთარი ფინანსური რესურსით ახალი საწარმო ააშენა და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვა, ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის სრულად ასათვისებლად კომპანია დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს. ჟოჟაძის თქმით, სექტორს განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს, თუმცა გაფართოებას ორი ძირითადი ფაქტორი აფერხებს: საწარმოო სიმძლავრეების სიმცირე და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

„საკმაოდ მასშტაბური შეკვეთები მივიღეთ, მათ შორის უცხოური ონლაინპლატფორმებისა და საერთაშორისო მომხმარებლებისგან, თუმცა შესაბამისი საწარმოო ფართის, დაზგა-დანადგარებისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გამო, მათ შესრულებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. მიმართულება მზარდია, საქართველოში კი ამ მასშტაბის წარმოება ჯერ არ არსებობს, რის გამოც გაფართოებისთვის ინვესტორს ვეძებთ“, — განმარტავს Rsn Wood-ის დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმების ფარგლებში, კომპანია ასორტიმენტის გამდიდრებასა და ტრადიციული ქართული ხის ნივთების — მათ შორის, ქვიჯას, საწნახელისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების წარმოებას გეგმავს. დამფუძნებლის მიზანია, აღნიშნულმა ნაკეთობებმა სამუზეუმო ექსპონატების გარდა, თანამედროვე ყოფაშიც პრაქტიკული დატვირთვა დაიბრუნოს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან აიკრძალა სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, თეფშების, საწრუპებისა და სასმლის მოსარევების რეალიზაცია და მოხმარება. ამასთან, კვების ობიექტებისთვის მზა საკვების ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებით მიწოდების აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ერთჯერადი ჭიქების შემთხვევაში — 2027 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.

წყარო: bp.ge

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. პლასტმასის შეზღუდვის შემდეგ, ხის ნაკეთობებზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა - Rsn Wood

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·09:30

Financial Times-მა ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგი პრეზიდენტი დაასახელა

Financial Times-მა ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგი პრეზიდენტი დაასახელა
კომერსანტი·09:21

ღვინის სავალდებულო ნიშანდების ამოქმედება 2027 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწევს

ღვინის სავალდებულო ნიშანდების ამოქმედება 2027 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწევს
კომერსანტი·09:01

მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი

მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი
კომერსანტი·01:08

დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი, დაკავებულია 16 პირი - შსს ბათუმში მომხდარზე

დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი, დაკავებულია 16 პირი - შსს ბათუმში მომხდარზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.