ორიგინალი
ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს
კომერსანტი·10:51

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს

26 ნოემბერი, 2026 · 10:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·11:34

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება - Dell-ის დამფუძნებელი

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ჰაბი ხდება - Dell-ის დამფუძნებელი
კომერსანტი·11:30

ევროპარლამენტმა ევროკავშირში მედიკამენტებთან დაკავშირებულ ახალი წესებს მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს?

ევროპარლამენტმა ევროკავშირში მედიკამენტებთან დაკავშირებულ ახალი წესებს მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს?
კომერსანტი·11:02

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
კომერსანტი·11:02

კავკასიის მცირე მყინვარები შესაძლოა გაქრეს – ADB მტკვრის აუზისთვის გაზრდილ საფრთხეებზე მიუთითებს

კავკასიის მცირე მყინვარები შესაძლოა გაქრეს – ADB მტკვრის აუზისთვის გაზრდილ საფრთხეებზე მიუთითებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.