ორიგინალი
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება – ლიკვიდაციის პროცესი 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება
კომერსანტი·16:46

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება – ლიკვიდაციის პროცესი 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება

24 ნოემბერი, 2026 · 16:46

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ლიკვიდაციას დაექვემდებარება. სააგენტოს გაუქმების შესახებ დადგენილების პირველი მუხლი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი უწყებამ და სპეციალურად შექმნილმა სალიკვიდაციო კომისიამ ლიკვიდაციისთვის საჭირო პროცედურები უნდა განახორციელონ.

სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის წარმართვის მიზნით ხუთწევრიანი კომისია შეიქმნა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები არიან სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თათია ნანეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ თოლორდავა, მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ივანე ჯაფარიძე და ამავე ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ლევან ერიქაშვილი.

დადგენილების თანახმად, სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან შესაბამისი ანგარიშსწორება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე ვადაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი იყო დამტკიცებული.

სალიკვიდაციო კომისიას კი 2027 წლის 1 იანვრამდე სააგენტოს აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი და საარქივო დოკუმენტაციის სრული ინვენტარიზაცია ევალება. საჭიროების შემთხვევაში, კომისიამ უნდა განსაზღვროს ის უწყება ან უწყებები, რომლებსაც სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია გადაეცემა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკვე გაცემული გრანტების მონიტორინგის საკითხსაც. კომისიამ უნდა განსაზღვროს შესაბამისი უწყება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გრანტის მიმღებთა მიერ საგრანტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააკონტროლებს. ამგვარად, სააგენტოს გაუქმების მიუხედავად, უკვე გაცემული გრანტების შესრულების მონიტორინგის საკითხი დღის წესრიგში რჩება.

დადგენილებით ასევე გათვალისწინებულია, რომ სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. კომისიის გადაწყვეტილებები სხდომებზე ღია კენჭისყრით მიიღება და ამისთვის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილება სააგენტოს გაუქმებასთან ერთად ძალადაკარგულად გამოცხადდება. დადგენილების პირველი მუხლი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, დანარჩენი დებულებები კი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურებოდა. სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა.

სააგენტოს დებულების მიხედვით, მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გრანტების გაცემა და მათი გამოყენების მონიტორინგი იყო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება – ლიკვიდაციის პროცესი 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება

თემა: პროცესი

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • აიპრესი·08:30
    მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს
  • კვირა·01:05
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
  • ინფო 9·00:48
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
  • იმედი·23:47
    ლევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
პროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·13:00

„მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ“ - მიხეილ სარჯველაძე

„მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ“ - მიხეილ სარჯველაძე
კომერსანტი·12:30

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
კომერსანტი·12:26

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი
კომერსანტი·09:00

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი

მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.