ორიგინალი
საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - ტერესა მორეირა
კომერსანტი·17:00

საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - ტერესა მორეირა

27 ნოემბერი, 2026 · 17:00

"საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ."- ამის შესახებ კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, 2022 წლიდან კონკურენციის პოლიტიკასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების დამატებამ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფრო აქტიური მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

"სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევების, სხვადასხვა სექტორში განხორციელებული შერწყმების შეფასებისა და მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა შედეგიანია. ამასთან, მომხმარებელთა მიმართვიანობის ზრდა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობაზეც მეტყველებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას აქვს. საქართველომ უკვე დანერგა არაერთი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა. მათ შორის, მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სურსათის ბაზრების შესწავლა, ასევე საერთაშორისო კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა."- აღნიშნა ტერესა მორეირამ.

საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის ღიაა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია.

ცნობისთვის, ტერესა მორეირა საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა - ტერესა მორეირა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·16:35

საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.01 მილიონამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი

საქართველოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1.01 მილიონამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი
კომერსანტი·16:30

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს
კომერსანტი·16:20

კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ - სამინისტრო

კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ - სამინისტრო
კომერსანტი·16:00

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან მხოლოდ 250 000-ია აქტიური

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან მხოლოდ 250 000-ია აქტიური
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.