ორიგინალი
საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾445.4 მილიონს ხარჯავენ
კომერსანტი·11:09

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾445.4 მილიონს ხარჯავენ

24 ნოემბერი, 2026 · 11:09

2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 424.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 838.7 ათასი ერთეული შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.5 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 856.1 ათასით განისაზღვრა, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.8 პროცენტს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.9 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრე- ბელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. 2026 წლის III კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (49.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისსა (საშუალოდ 394.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 349.8 ათასი ვიზიტი თვეში). 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 445.4 მილიონი ლარით, რაც 11.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.7 პროცენტით და 242.3 ლარს გაუტოლდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾445.4 მილიონს ხარჯავენ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·19:30

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“

აშშ-ში მგზავრს ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სურდა, რათა „იესო დაენახა“
კომერსანტი·19:00

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა

ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა
კომერსანტი·19:00

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“

„არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
კომერსანტი·18:30

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა

ACI World-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური აეროპორტები დაასახელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.