ორიგინალი
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი შემცირდა
კომერსანტი·10:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი შემცირდა

28 ნოემბერი, 2026 · 10:00

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 2.95 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.3%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოტანილი ავტომობილების რაოდენობა 13%-ით, 202 031-დან 175 820 ერთეულამდე შემცირდა.

იმპორტის კლების ტენდენციას აჩვენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები.

საანგარიშო პერიოდში ავტომობილების იმპორტის ღირებულებითა და რაოდენობით უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა კვლავ აშშ იყო. იანვარ-ოქტომბერში ამერიკიდან საქართველოში 133 035 ავტომობილი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 1.666 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ:

იაპონია – 18 415 ავტომობილი, 445.158 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 8 229 ავტომობილი, 82.738 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 4 161 ავტომობილი, 356.670 მლნ აშშ დოლარი; კორეის რესპუბლიკა – 3 575 ავტომობილი, 54.515 მლნ აშშ დოლარი.

კლება დაფიქსირდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის შემთხვევაშიც. 2026 წლის პირველ ათ თვეში ქვეყნიდან 69 925 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რომელთა საერთო ღირებულება 1.721 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში რეექსპორტირებული იყო 92 716 ავტომობილი, 2.287 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით.

შესაბამისად, რეექსპორტის მოცულობა რაოდენობრივად 24.5%-ით, ხოლო ღირებულებით 24.7%-ით შემცირდა.

რეექსპორტის ძირითად მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე ყირგიზეთი იყო, სადაც 18 511 ავტომობილი, 697.046 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით გავიდა. მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებდა 22 347 ავტომობილით, რომელთა ღირებულებამ 357.350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ხუთეულში ასევე შედიოდნენ:

ირანი – 7 384 ავტომობილი, 129.891 მლნ აშშ დოლარი; ტაჯიკეთი – 5 120 ავტომობილი, 93.567 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 4 888 ავტომობილი, 175.358 მლნ აშშ დოლარი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი შემცირდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·10:30

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს

UEFA ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
კომერსანტი·00:00

მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·23:59

ექიმები და მეცნიერები ყველაზე სანდო პროფესიებია, პოლიტიკოსები კი რეიტინგის ბოლოში არიან - Visual Capitalist

ექიმები და მეცნიერები ყველაზე სანდო პროფესიებია, პოლიტიკოსები კი რეიტინგის ბოლოში არიან - Visual Capitalist
კომერსანტი·23:30

Lukoil-ის უცხოურ აქტივებს ამერიკული კონსორციუმი შეისყიდის

Lukoil-ის უცხოურ აქტივებს ამერიკული კონსორციუმი შეისყიდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.