ორიგინალი
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 143.8 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
კომერსანტი·14:45

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 143.8 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

28 ნოემბერი, 2026 · 14:45

სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 143.8 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთს მოიცავს და დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს. მისი მიზანია დასახლებაში სატრანზიტო მოძრაობის შემცირება, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვა და გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2027 წლის 6 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში სამი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება. მათგან ორი მდინარე თერგზე, ერთი კი მდინარე ჩხერეზე მოეწყობა. ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე წრიული მოძრაობის კვანძის მოწყობა, მათ შორის ახალი გზის არსებულ ინფრასტრუქტურასთან მიერთების მონაკვეთებზე.

საპროექტო სამუშაოები მოიცავს მიწის ვაკისისა და წყალგამტარი მილების მოწყობას, სადრენაჟო ნაგებობების მშენებლობას, საყრდენი კედლების მოწყობასა და გზის საფარის დაგებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გერგეთის სამებასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდება არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ნაწილის გადატანაც. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს წყალსადენი მილების, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების გადალაგებას. ასევე მოეწყობა გზის განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახალი შემოსავლელი გზის მშენებლობის საჭიროება არსებული ინფრასტრუქტურის დატვირთვას უკავშირდება. ამჟამად გზა სტეფანწმინდის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, სადაც სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხმაურს, ვიბრაციასა და გარემოს დაბინძურებას იწვევს. ამასთან, დოკუმენტაციაში აღნიშნულია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე, ქვეითთა უსაფრთხოების პრობლემები და გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადისთვის არსებული გზის არასაკმარისი გამტარუნარიანობა.

პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდინარეებისა და ხევების გავლენას გზის ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, მდინარე ჩხერის კალაპოტის გადაკვეთის მონაკვეთი ღვარცოფული მოვლენების შედარებით მაღალი რისკის ზონად არის მიჩნეული, რის გამოც საპროექტო გადაწყვეტილებები შესაბამისი დამცავი საინჟინრო ნაგებობების მოწყობასაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია შპს „ტრანსპროექტმა“ მოამზადა. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2022 წლის 16 მარტს გაფორმდა. დოკუმენტაციაში ცვლილებები კი 2026 წლის ივლისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოთხოვნით შევიდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 143.8 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

თემა: ლარი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • BM.GE·19:00
    ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
  • ალია·18:36
    ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი პირველ დეკემბრამდე
  • ტვ პირველი·18:28
    885 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებისთვის ერთ თვეში - როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები
  • ამბები.ge·18:21
    “კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე
ლარიმშენებლობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·14:20

საქართველო იპოთეკური სესხების სიძვირით მსოფლიოს 75 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა

საქართველო იპოთეკური სესხების სიძვირით მსოფლიოს 75 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა
კომერსანტი·14:11

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
კომერსანტი·13:15

ყაზახეთში მეჩეთების მშენებლობაზე მეტი ყურადღება ბიბლიოთეკების მშენებლობას უნდა მიექცეს - ტოკაევი

ყაზახეთში მეჩეთების მშენებლობაზე მეტი ყურადღება ბიბლიოთეკების მშენებლობას უნდა მიექცეს - ტოკაევი
კომერსანტი·12:03

EBRD სომხეთს სასაზღვრო პუნქტების მოდერნიზებისთვის €19.6 მლნ-მდე სესხს გამოუყოფს

EBRD სომხეთს სასაზღვრო პუნქტების მოდერნიზებისთვის €19.6 მლნ-მდე სესხს გამოუყოფს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.