ორიგინალი
“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე
ამბები.ge·18:21

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე

27 ნოემბერი, 2026 · 18:21

“კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“, - ამის შესახებ ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ “ბიზნესპრესნიუსთან“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის იმპორტზე ახალი საბაჟო ტარიფის ამოქმედებამდე ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. კახა ხაზარაძის თქმით, კომპანიებმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

“ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა. კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, მიწევს, რომ 10 000 გადავიხადო. ისედაც იმ ვითარებაში, რაც დღეს ეკონომიკურ გარემოში, მსოფლიოში ხდება, არ შეიძლება ბიზნესის ასეთი სტრესის ქვეშ დაყენება. სახელმწიფო ასე არ უნდა იქცეოდეს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ICR ჯგუფის ძირითადი საქმიანობის დაახლოებით 70% ფეხსაცმელზე, ხოლო 20-30% ტანსაცმელზე მოდის. შესაბამისად, ახალი ტარიფი კომპანიისთვის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯს წარმოადგენს.

კახა ხაზარაძე განმარტავს, რომ პროდუქციის თვითღირებულებაში ტრანსპორტირებისა და საბაჟო მოსაკრებლის ხარჯებიც შედის, რის გამოც საბაჟო მომსახურების საფასურის ზრდა პირდაპირ აისახება იმ თანხაზე, რომლის გადახდაც კომპანიას იმპორტისას უწევს.

“თვითღირებულება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება - ტრანსპორტირება, საბაჟო მოსაკრებელი, შემდეგ კი იჯარის და პერსონალის ხარჯები. როგორც კი თვითღირებულებას მიზრდი, საბოლოოდ მიწევს, მომხმარებელს გავუზარდო ფასი, სხვა რა გავაკეთო?! ის ხარჯი გადასახდელი მაქვს. საბოლოო ჯამში, ამ ფასის გადახდა მომხმარებელს უწევს“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით შევიდა ძალაში. ახალი ტარიფი ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, გარდა 6309 და 6310 პოზიციებისა.

დადგენილების მიხედვით, იმპორტიორი საბაჟო გაფორმებისას იხდის ორი თანხიდან უფრო მაღალს: ან საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრულ ფიქსირებულ საფასურს, რომელიც 100-დან 500 ლარამდეა, ან ტვირთის წონის მიხედვით დაანგარიშებულ თანხას - თითოეულ კილოგრამზე 3 ლარს.

მაგალითად, 1 ტონა შესაბამისი პროდუქციის იმპორტის შემთხვევაში, წონის მიხედვით დათვლილი საბაჟო მომსახურების საფასური 3 000 ლარს შეადგენს, მაშინ როცა მანამდე 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გაფორმების მაქსიმალური ფიქსირებული საფასური 500 ლარი იყო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე

თემა: ლარი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • BPN·17:00
    აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5911 ლარი გახდა
  • პალიტრა ნიუსი·15:51
    კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე - კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზეა და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს
  • ინტერპრესნიუსი·15:48
    კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე - კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზეა და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს
  • პუბლიკა·13:38
    REA: ტანსაცმლის იმპორტზე 3-ლარიანი წონითი საფასური ფასებს გაზრდის როგორც ბაზრობებზე, ისე ბრენდულ მაღაზიებში
ლარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·18:26

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს
ამბები.ge·17:42

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი
ამბები.ge·17:39

“პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს

“პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს
ამბები.ge·17:08

“გეტყვით განსხვავებას: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად გააწნა სილა პოლიციას, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები“ - შს მინისტრი

“გეტყვით განსხვავებას: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად გააწნა სილა პოლიციას, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები“ - შს მინისტრი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.