ორიგინალი
ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი” (BMG)
კომერსანტი·11:20

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი” (BMG)

27 ნოემბერი, 2026 · 11:20

საბაჟო დეკლარაციის გაფორმების ტარიფების მკვეთრი ზრდის გამო, საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები, შესაძლოა, მინიმუმ 10%-ით გაძვირდეს. ამის შესახებ „სინომი რითეილის“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამის წინაპირობას ქმნის ის, რომ 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. ახალი რეგულაციით, გარკვეულ შემთხვევებში იმპორტიორს 1 კილოგრამზე 3 ლარის გადახდა მოუწევს. ცვლილება მოიცავს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს და მასში შედის მზა ტანსაცმელი და მისი აქსესუარები, მზა ტექსტილის ნაწარმი, ფეხსაცმელი და მისი ნაწილები. ცვლილებამდე საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის იმპორტიორს, შესაბამის შემთხვევებში, ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდა. ახალი წესით კი ეს თანხა ცვლადი ხდება და იმპორტირებული საქონლის წონის მიხედვით გამოითვლება.

“აქამდე საბაჟო დეკლარაციის კალკულაცია იყო ძალიან სიმბოლური თანხა იმ ბიზნესის მასშტაბებთან, რომელზედაც საუბარია. ერთი დეკლარაცია ჯდებოდა 100-დან 500 ლარამდე, ხოლო ახლა შესაძლოა ერთი დეკლარაცია 60 000 ლარზეც კი ავიდეს. მაგალითისთვის, ჩვენ კომპანიას, რომელიც ლიდერია ტანსაცმლის რიტეილში, წელიწადში დაახლოებით 3000 ტონა პროდუქცია შემოაქვს და ეს პროდუქცია თუ გვიჯდებოდა ადრე 450 000 ლარი, ახლა დაგვიჯდება 9 მილიონი ლარი ანუ 20-ჯერ ძვირი.

შესაბამისად, ერთ დროს თუ ეს იყო მცირე სიმბოლური მოსაკრებელი, ახლა გახდა ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი. ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი ცვლილება იმსახურებდა ჩვენთან კომუნიკაციას, პირველ რიგში და გარკვეული პერიოდით ადრე, რომ თუ ეს გარდაუვალია, ჩვენ გადაწყობა შეგვძლებოდა და გვცოდნოდა, რას ემსახურება ეს, ხომ?! როდესაც 20-ჯერ იზრდება ხარჯი, რაღაც სხვა სარგებელიც უნდა მოჰქონდეს. ამ საბაჟო პროცედურების თვალსაზრისით — რა მარტივდება, რა ჩქარდება, სად შეიძლება ჩვენ რომ გაუმჯობესება დავინახოთ, რომელიც დააკომპენსირებს ამ დაწოლას ბიზნესზე, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდით.

ამხელა ხარჯი თუ თვითღირებულებას აძვირებს, საბოლოო ჯამში ეს ფასებზეც იმოქმედებს, ფასები გაძვირდება და საბოლოო ჯამში ასეთი მოქმედებები მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს პირველ რიგში, ანუ ის გადაიხდის ამ სხვაობას. იმედს ვიტოვებ, რომ აქ ყველაფერი არ დასრულებულა და მოგვიბრუნდებიან, ამაზე იქნება კომუნიკაცია. ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 10%-ით გაძვირდება პროდუქცია",- აცხადებს მაღალაშვილი.

ვრცლად : https://bm.ge/

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი” (BMG)

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·11:30

ნორვეგიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norse Atlantic ფრენებს აჩერებს – კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება

ნორვეგიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norse Atlantic ფრენებს აჩერებს – კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება
კომერსანტი·11:10

მშენებარე ბინები ორთაჭალაში: „კოორდინატი’’ II ბლოკის გაყიდვებს იწყებს

მშენებარე ბინები ორთაჭალაში: „კოორდინატი’’ II ბლოკის გაყიდვებს იწყებს
კომერსანტი·11:03

ADB-მ საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა

ADB-მ საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა
კომერსანტი·11:00

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება“ - ირაკლი ნადარეიშვილი

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება“ - ირაკლი ნადარეიშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.