მშენებარე ბინები ორთაჭალაში: „კოორდინატი’’ II ბლოკის გაყიდვებს იწყებს
თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის „კოორდინატის’’ მეორე ბლოკში გაყიდვები მალე დაიწყება. კომპანიის ინფორმაციით, მარტში ბაზარზე წარდგენილი პირველი ბლოკის ბინების დაახლოებით 70% უკვე რეალიზებულია. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ დოლარს აჭარბებს, მშენებლობის დასრულება კი 2029 წლის დეკემბერში იგეგმება.
„კოორდინატი’’ საინვესტიციო ჯგუფ Keystone Investments-ის დეველოპერული პროექტია. ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობა ერთ კომერციულ, სამ საცხოვრებელ ბლოკსა და 600-ზე მეტ ბინას ითვალისწინებს. კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს დაახლოებით 11 000 კვ.მ გამწვანებული ეზო, კომერციული და სამუშაო სივრცეები, სპორტული ზონები და სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო GREA.
„კოორდინატის’’ მშენებლობისა და განვითარების გეგმები BMG-ის „ბიზნესის კვირეულის’’ ერთ-ერთი მთავარი თემაც იყო.
ვიდეო: „კოორდინატის’’ მშენებლობის ეტაპები და II ბლოკის გაყიდვების დაწყება, BMG-ის „ბიზნესის კვირეული.’’
„კოორდინატის’’ მშენებლობა: შესრულებული სამუშაოები და შემდეგი ეტაპები
„კოორდინატის’’ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველი ხუთი თვის განმავლობაში სამშენებლო მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულდა და მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბინების რეალიზაციასა და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პირველი ბლოკის აპარტამენტების დაახლოებით 70% უკვე გაყიდულია. დაინტერესებულ პირებს კი მეორე ბლოკში არსებული ბინების შეძენა მალე შეეძლებათ.
საინვესტიციო ჯგუფში უძრავი ქონების მიმართულების შემდგომ განვითარებასაც გეგმავენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „კოორდინატის’’ მიმართ არსებული ინტერესი ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობის განხილვის საფუძველს იძლევა.
ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი: პროექტის კონცეფცია და მყიდველის მოლოდინები
ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის დაგეგმვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეთავაზებული პირობებია. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბინის შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევენ, ისარგებლონ გადახდის მოქნილი სქემებით, რათა პოტენციურმა მყიდველებმა ფინანსური ვალდებულებები თავიანთ შესაძლებლობებსა და გეგმებს მოარგონ.
კომპლექსში, ბუნებრივია, გათვალისწინებულია მაცხოვრებლების ყოველდღიური საჭიროებებიც, მათ შორის ავტომობილის პარკირების საკითხი. კომპანიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ავტოსადგომში პარკირების ადგილების რაოდენობა მოქმედი რეგულაციებით მოთხოვნილ მინიმუმს დაახლოებით 150 ადგილით გადააჭარბებს. პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობა კი ბინების მფლობელების დაახლოებით 85%-ს შეეძლება.
ბინის შეძენისას მყიდველებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა სერვისები იქნება ხელმისაწვდომი საცხოვრებელთან ახლოს. „კოორდინატის’’ ტერიტორიაზე კომერციული და სამუშაო სივრცეების განთავსება სწორედ ამ საჭიროებებს უკავშირდება. დაგეგმილია სავაჭრო და კვების ობიექტებიც, რაც მაცხოვრებლებს ყოველდღიური საქმეების კომპლექსის ტერიტორიაზევე მოგვარების შესაძლებლობას მისცემს.
„კოორდინატის’’ არქიტექტურა, როგორც პროექტის მთავარი სავიზიტო ბარათი
„კოორდინატის’’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არქიტექტურული კონცეფციაა, რომელზეც არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ იმუშავა. ოთხი ბლოკისგან შემდგარი კომპლექსის დაგეგმვისას, ყურადღება გამახვილდა შენობების განლაგებასა და საერთო საცხოვრებელი გარემოს ორგანიზებაზე. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მასშტაბურ განაშენიანებაში, როგორიც ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე ეს კონკრეტული მშენებლობაა.
არქიტექტურული გადაწყვეტის ნაწილია კომპლექსის შიდა ეზოც, რომლის ფართობიც, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 11 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერიტორია გამწვანებისა და დასვენებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ეზო ავტომობილებისგან თავისუფალი დარჩება. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპლექსი 600-ზე მეტ ბინას აერთიანებს. შესაბამისად, ,,კოორდინატის’’ მშენებარე ბინები ორთაჭალაში მყიდველებს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს იცხოვრონ და საცხოვრებელი კომპლექსის შიდა სივრცითაც თავისუფლად ისარგებლონ.
ამ არქიტექტურული კონცეფციის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ჩანს თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კონტექსტში, სადაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ ინტერესი იზრდება, არქიტექტურული გადაწყვეტა კი მყიდველისთვის არჩევანის გაკეთების პროცესში ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება. აქედან გამომდინარე, მშენებარე ბინები თბილისში, განსაკუთრებით კი ისეთ განვითარებად უბნებში, როგორიც ორთაჭალაა, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო უძრავი ქონების ბაზარზე.
90 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ორთაჭალაში - რას მიიღებენ მომავალი მაცხოვრებლები?
Keystone Investments-ის საქმიანობა რამდენიმე სექტორს მოიცავს. საინვესტიციო ჯგუფი აქტიურად ოპერირებს აგროინდუსტრიისა და ენერგეტიკის მიმართულებით, უძრავი ქონება კი კომპანიის პორტფელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. ამ გამოცდილების ფონზე, მშენებარე ბინები ორთაჭალაში ჯგუფის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს და თბილისის დეველოპერულ ბაზარზე მის გრძელვადიან გეგმებს უკავშირდება.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბი და მშენებლობის გრაფიკი დეველოპერისგან პროცესის თანმიმდევრულ მართვას მოითხოვს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
ზოგადად, მომავალი მაცხოვრებლებისთვის, ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის შეფასებისას, მნიშვნელოვანია როგორც დეველოპერის გამოცდილება, ისე მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. Keystone Investments-ის მრავალწლიანი გამოცდილება და „კოორდინატის’’ თანმიმდევრული განვითარება ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც მყიდველს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
საბოლოოდ, კომპლექსის რეალური ღირებულება, ცხადია, მისი დასრულების შემდეგ გამოჩნდება - როდესაც დაგეგმილი საცხოვრებელი და კომერციული სივრცეები სრულფასოვნად ამოქმედდება.
„კოორდინატი’’ - შესაძლებლობა მათთვის, ვინც თბილისის ისტორიულ ცენტრში ბინას ეძებს
მეორე ბლოკის გაყიდვების დაწყება „კოორდინატის’’ განვითარების მორიგი ეტაპია. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობის პარალელურად, კომპანია კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მუშაობს. 90 მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო მოცულობის მქონე პროექტი Keystone Investments-ის უძრავი ქონების პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინიციატივაა.
ბუნებრივია, პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა კომერციული და საერთო დანიშნულების სივრცეების მოწყობასთან ერთად გაგრძელდება და 2029 წლის დეკემბერში გორგასლის ქუჩაზე ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი სრულად იქნება მზად მაცხოვრებლების მისაღებად. მისი მასშტაბი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურა კი ორთაჭალის საცხოვრებელ გარემოს ახალ ფუნქციებს შესძენს.
