ორიგინალი
თბილისის საახალწლო ღონისძიებებზე 8.47 მლნ ლარი დაიხარჯება – შესყიდვები ტენდერის გარეშე განხორციელდება
კომერსანტი·19:00

თბილისის საახალწლო ღონისძიებებზე 8.47 მლნ ლარი დაიხარჯება – შესყიდვები ტენდერის გარეშე განხორციელდება

25 ნოემბერი, 2026 · 19:00

თბილისის 2027 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და შესაბამისი სივრცეების მოწყობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 8 469 885 ლარი დაიხარჯება. მომსახურებების შესყიდვას თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ გეგმავენ. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდება.

მერიის განმარტებით, საახალწლო ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, ხოლო მათი სრულყოფილად ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.

2027 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება. შესაბამისი სივრცეების მოწყობა კი 2026 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება და 2027 წლის 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც მათ მონტაჟსა და დემონტაჟსაც მოიცავს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5.9 მილიონი ლარი სხვადასხვა ჟანრის კონცერტებისა და წარმოდგენების გამართვას, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და დეკორაციებით გაფორმებას მოხმარდება.

დამატებით, „თბილსერვის ჯგუფი“ დაახლოებით 2.5 მილიონ ლარს დახარჯავს რუსთაველის გამზირის საახალწლო გაფორმებისთვის. შესყიდვა მოიცავს 2D ფიგურებსა და მანათობელ თოკს.

შედარებისთვის, 2026 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 8.28 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2025 წლისთვის კი შესაბამისმა ხარჯებმა 8 576 967 ლარი შეადგინა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. თბილისის საახალწლო ღონისძიებებზე 8.47 მლნ ლარი დაიხარჯება – შესყიდვები ტენდერის გარეშე განხორციელდება

თემა: თბილისში

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • სპორტოლი·20:52
    კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
  • ფორმულა·20:41
    ქუთაისი-ბერლინის რეისი მგზავრის ჯანმრთელობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა
  • BM.GE·20:25
    თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე - სასტუმრო Paragraph-ში უძრავი ქონების კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა
  • რუსთავი 2·20:15
    თბილისში თოდუას სახელობის ახალი ქირურგიული კლინიკა გაიხსნა
თბილისშილარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·21:30

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ტურისტულ სააგენტოში დასაქმდა
კომერსანტი·21:00

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა - ირაკლი კობახიძე
კომერსანტი·21:00

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს

სამსახურში AI-ის გამოყენებით მსოფლიოში ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია ლიდერობს
კომერსანტი·20:30

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა

„European Best Destinations“-მა 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები გამოავლინა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.