ორიგინალი
თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე - სასტუმრო Paragraph-ში უძრავი ქონების კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა
BM.GE·20:25

თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე - სასტუმრო Paragraph-ში უძრავი ქონების კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა

25 ნოემბერი, 2026 · 20:25

24 ნოემბერს, სასტუმრო Paragraph Freedom Square-ში უძრავი ქონების სექტორის ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 ჩატარდა.

Business Media Georgia-სა და გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 170-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლები, ინვესტორები, არქიტექტორები, იურისტები და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია პრეზენტაციებით გაიხსნა: „თიბისი კაპიტალმა“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ევოლუციასა და ტენდენციებზე ისაუბრა, Colliers Georgia-მ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალი, მოთხოვნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმოიხილა, ხოლო CMC-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ვახტანგიშვილმა და CHARTS Pro-ს დამფუძნებელმა თემო ქურციკიძემ ერთობლივი პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე „თბილისი - გლობალური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სათავეებთან“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული HARD TALK, რომელსაც მოდერატორობას BMG-ის მართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე უწევდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: დავით უტიაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი), თეიმურაზ ბოლოთაშვილი (თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური), ილია წულაია („არქი ჯგუფი“), თემო ბიწაძე („ალიანს ჯგუფი“) და ვასილ ფხაკაძე („ბიოგრაფი ლივინგი“).

მოგვიანებით, კანონმდებლობისა და გლობალური მობილობის პანელურ დისკუსიას საქართველოს ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აკაკი საღირაშვილი გაუძღვა, რომელშიც მონაწილეობდნენ: მამუკა მახარაძე („იელთი ჯგუფი“), გოგა მაჭავარიანი („სითიზენი“), თამარ გაფრინდაშვილი („ფროფერთი ფართნერსი), გიორგი ბარათაშვილი („ალდაგი“) და რუსკა ხაზარაძე (BLC).

მონაწილეებმა ბაზრის დრაივერებსა და გამოწვევებზე, საინვესტიციო კანონმდებლობაზე, „ოქროს ვიზების“ პერსპექტივაზე, საგადასახადო რეზიდენტობასა და კაპიტალის ნაკადების მართვაზე ისაუბრეს.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში GREMO Award-ის ფარგლებში „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ 4 გამარჯვებული გამოვლინდა. სოციალურ ქსელში გამართული გამოკითხვით:პრემიუმ კლასის მშენებარე პროექტებში - ინვესტირებისა და შემდგომი გაქირავების მიზნით საუკეთესოდ „არსის“ პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ დასახელდა;

უძრავი ქონების გადაყიდვის (ფლიპინგის) მიზნით საუკეთესო კომპანიად კი ხალხმა „არქი ჯგუფი“ დაასახელა.

გარდა ამისა, GREMO-ს ორგანიზატორებმა ორი გამორჩეული კომპანია გამოავლინეს, სიმბოლური აგური „ბიოგრაფი ლივინგსა“ და „თბილისის აკრებს“ გადაეცათ.

GREMO 2026-ის მხარდამჭერები და პარტნიორები:

წარმდგენი: „ალიანს ჯგუფი“

გენერალური სპონსორები: „იელთი ჯგუფი“, „თბილისის აკრები“, „ინსტა,“ „ELTEG“

„ბენე კომფორტი“, Greenstone, „ალდაგი“ და BLC.

სპონსორები: „ბაუმერი“, „რუმ დეველოპმენტი“, „იდეა დეველოპმენტი“, ჰანიველ ცემენტი“, „სიმეტრია“.

მხარდამჭერები: Dreamland Development, „ციტადელი“, „ტაქტი სააკაძე“, „ტასჰაბი,“ „ინოფისი“.

“ღვინის პარტნიორი:“ კომპანია „ნიმბი.“

ღონისძების პარტნიორები არიან: CMC,"თიბისი კაპიტალი" და "კოლიერს ჯორჯია."

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე - სასტუმრო Paragraph-ში უძრავი ქონების კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ფორმულა·18:21
    ქუთაისი-ბერლინის რეისი მგზავრის ჯანმრთელობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა
  • ნეტგაზეთი·18:20
    მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელის
  • ტვ პირველი·18:17
    "თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი
  • რუსთავი 2·15:38
    ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოებს გაეცნო
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·20:20

ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს

ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს
BM.GE·20:03

ზელენსკი და მადიარი გაზის, დიზელისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის საკითხებზე შეთანხმდნენ

ზელენსკი და მადიარი გაზის, დიზელისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის საკითხებზე შეთანხმდნენ
BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.