ორიგინალი
წელს, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა ქართული მანდარინი დალპება და გადაიყრება - ვაჟა მკურნალიძე(bm.ge)
კომერსანტი·23:00

წელს, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა ქართული მანდარინი დალპება და გადაიყრება - ვაჟა მკურნალიძე(bm.ge)

28 ნოემბერი, 2026 · 23:00

ავლეთ საქართველოში ციტრუსის რთველი იწყება, თუმცა დარგის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები წლევანდელ სეზონს პესიმისტური მოლოდინებით ხვდებიან. კომპანია "აგროინვესტსერვისის" დირექტორის, ვაჟა მკურნალიძის შეფასებით, მიუხედავად უხვი მოსავლისა, საექსპორტო შესაძლებლობების შეზღუდულობის, არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და უამინდობის გამო, ათიათასობით ტონა მოსავალი განადგურების საფრთხის წინაშეა.

როგორც ვაჟა მკურნალიძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, ოფიციალური უწყებების მიერ დასახელებული პროგნოზი რეალობას მკვეთრად აცდენილია.

ოფიციალური პროგნოზით, წელს რეგიონში 40-დან 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. მკურნალიძის განმარტებით, აღნიშნული ციფრი მხოლოდ აჭარის მაჩვენებელს ეყრდნობა და რეალურ სურათს არ ასახავს.

"ციტრუსის რთველი მხოლოდ აჭარაში არ არის - ის არის გურიასა და სამეგრელოშიც. როცა სამინისტრო პროგნოზს აკეთებს, მხოლოდ აჭარის მაგალითზე ითვლის, თუმცა ექსპორტსა და რეალიზაციაზე რომ მიდგება საქმე, მოსავალი გაცილებით მეტია. მხოლოდ აჭარაში წელს მინიმუმ 60 000 ტონა მოსავალი იქნება. ამას ემატება გურიის 20-25 000ტონა და სამეგრელოს დაახლოებით 10 000 ტონამდე. ანუ ჯამში, წელს დასავლეთ საქართველოში 80-90 000 ტონა მოსავალია", - განმარტავს ის.

მისი თქმით, 40-45 ათას ტონიანი სამთავრობო პროგნოზი ხელოვნურად "მორგებულია" გასული წლების ბალანსზე, რათა სეზონის ბოლოს რთველი წარმატებულად გამოცხადდეს: "სეზონის ბოლოს სამინისტრო გამოვა და იტყვის, რომ ექსპორტზე 25-30 ათასი ტონა გავიდა, 10 ათასი ტონა ადგილზე გაიყიდა, ნაწილი სუბსიდირებით გადამუშავდა და რეგიონში მილიონობით დოლარი შემოვიდა; რთველს წარმატებულად შეაჯამებენ, რეალობა კი სულ სხვაა".

"აგროინვესტსერვისის" დირექტორი ხაზს უსვამს, რომ, ყურძნისგან განსხვავებით, ციტრუსი მასშტაბურად არ გადამუშავდება. მოსავლის სულ მცირე 80% ნედლი სახით უნდა გაიყიდოს, სადაც მთავარი როლი სწორედ ექსპორტს ეკუთვნის. თუმცა ქვეყნის საექსპორტო გამტარუნარიანობას მკაფიო "ზედა ზღვარი" აქვს. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს კლიმატური პირობებიც, რადგან ციტრუსის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, საექსპორტო პროდუქციის 95% ახალ წლამდე უნდა გავიდეს, რის შემდეგაც ექსპორტი პრაქტიკულად ჩერდება.

"მე გარანტიას გაძლევთ - მოდით დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ვნახოთ, რა მოხდება სოფლებში: მინიმუმ 20-30 000 ტონა მანდარინი დალპება და გადაიყრება, იმიტომ, რომ მოსავალი სამჯერ მეტია, ვიდრე ექსპორტის რეალური რესურსი. გასულ წლებში ექსპორტზე მაქსიმუმ 30 000 ტონაა გასული - ეს არის ჩვენი ჭერი.

20 ნოემბრიდან კრეფა უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაუღებელი წვიმების გამო ფიზიკურად ვერ იწყება. თვის ბოლომდე ცუდი ამინდებია პროგნოზირებული. შედეგად, მოსავლის ასაღებად, დასახარისხებლად, შესაფუთად და ექსპორტზე გასატანად ფერმერებსა და ექსპორტიორებს არასრული თვე-ნახევარი - ფაქტობრივად, დეკემბრის 20 დღე რჩებათ. მასობრივად ექსპორტი საუკეთესო შემთხვევაში 10 დეკემბრის შემდეგ დაიწყება," - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

მკურნალიძის თქმით, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ტვირთების გატანა გამოიწვევს საბაჟო-გამშვები პუნქტების პარალიზებას, სადაც უკვე კილომეტრიანი რიგებია. ამას ემატება ძირითად საექსპორტო ბაზარზე - რუსეთზე გადამეტებული დამოკიდებულება და მისგან მომდინარე მუდმივი საფრთხეები: "საბაჟო-გამშვები პუნქტები გადატვირთულია. შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება - რა მოცულობის სატვირთო ავტოკოლონები დგას ყველა გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით იქ, საიდანაც რუსეთისკენ მიდიან. რეალიზაცია, სამწუხაროდ, ისევ ძირითადად რუსეთია. მერე [ვინ იცის,] რა დაესიზმრება, ონიშენკოა თუ ვიღაც ოხრობაა იმას... ამიტომ განგაშის ზარები ახლა უნდა ირეკებოდეს, მე სამწუხაროდ კარგი მოლოდინი არ მაქვს", - ამბობს მკურნალიძე.

ცნობისთვის, გენადი ონიშენკო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი და "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა. ამჟამად უწყების ხელმძღვანელი ანა პოპოვაა, რომლის ზედამზედველობის პერიოდშიც, ოქტომბერში, რუსეთმა ემბარგო ზოგიერთი სახეობის ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს, ასევე "კოკა-კოლას" დაუწესა.

"აგროინვესტსერვისის" ხელმძღვანელი გამოსავალს თანამედროვე ლოგისტიკური და სამაცივრე ცენტრების შექმნაში ხედავს, რაც ქართულ მანდარინს საშუალებას მისცემდა, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა.

"არ დაგვმატებია არცერთი ახალი ექსპორტიორი, არც ახალი ბაზარი და არც ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც პროდუქციას შეინახავდა. შედეგად, იანვრის ბოლოდან ქართული ბაზარი მთლიანად იმპორტირებული ციტრუსით ივსება, მაშინ როცა ჩვენი მოსავალი ლპება. სათანადო ტექნოლოგიური შენახვის პირობებში, ციტრუსის შენახვა მინიმუმ 3 თვით, გაზაფხულამდე შეგვეძლებოდა. ეს ადგილობრივ ბაზარზე ქართული მანდარინის გაყიდვებს მინიმუმ სამჯერ გაზრდიდა. სანამ აქეთკენ არ გადავდგამთ ნაბიჯს, ყოველ წელს ერთსა და იმავე ჩიხში აღმოვჩნდებით," - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. წელს, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა ქართული მანდარინი დალპება და გადაიყრება - ვაჟა მკურნალიძე(bm.ge)

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·23:54

Neuralink-მა FDA-სგან ტვინის იმპლანტის კლინიკური ცდის დაწყების ნებართვა მიიღო

Neuralink-მა FDA-სგან ტვინის იმპლანტის კლინიკური ცდის დაწყების ნებართვა მიიღო
კომერსანტი·23:30

ჩინური Shein აშშ-ის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გამო $100 მილიონს გადაიხდის -Reuters

ჩინური Shein აშშ-ის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გამო $100 მილიონს გადაიხდის -Reuters
კომერსანტი·23:10

ენგურ-ვარდნილის ელექტროენერგიის გამომუშავება ოქტომბერში 28.9%-ით შემცირდა- Galt&Taggart

ენგურ-ვარდნილის ელექტროენერგიის გამომუშავება ოქტომბერში 28.9%-ით შემცირდა- Galt&Taggart
კომერსანტი·22:50

4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე

4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.