ორიგინალი
ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან
ევრონიუსი საქართველო·15:19

ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან

24 ნოემბერი, 2026 · 15:19

ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ მასშტაბური კიბერშეტევა, რომელიც კვლავ ვრცელდება მის IT სისტემებში, ჩინეთის მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ არის განხორციელებული. ამის შესახებ ევრონიუსს ორმა წყარომ აცნობა. ევროკომისია ეჭვმიტანილებს პირობითად პანდად მოიხსენიებს. კიბერუსაფრთხოების სფეროში ცხოველების სახელებს ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ კიბერდამნაშავეები მათ სახელმწიფო სპონსორებთან, ამ შემთხვევაში, ჩინეთთან, დააკავშირონ. შეტევიდან, რომელიც 22 ოქტომბერს დაიწყო, უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია საფრთხე სრულად. შედეგად, გასულ უქმეებზე EU Academy-ის ვებგვერდის გათიშვაც კი მოუწიათ. „ამ ინციდენტის შედეგად EU Academy-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები გავრცელდა. დღეს, EU Academy-ის ვებგვერდის მეშვეობით, მომხმარებლებს ვაცნობეთ, რომ შესაბამისი განცხადება საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მისი ნახვა თავად ვებგვერდზე შეგიძლიათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონაცემთა გაჟონვის ზუსტი მასშტაბი ამჟამად შესწავლის პროცესშია. სიფრთხილის ზომის სახით, პლატფორმაზე საჯარო წვდომა შეზღუდულია, ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზეც ნახავთ.“ - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, თომას რენიემ. შეტევისას, რომელიც საკმაოდ სერიოზული იყო, გამოყენებული იყო ARTEX-ი. ეს არის ჩინეთში შექმნილი კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს სისტემებში სუსტი წერტილების აღმოსაჩენად, რათა ჰაკერებმა შემდგომში მათი გამოყენება შეძლონ. სწორედ ამიტომ უკავშირებენ ინციდენტს ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებს. საფრთხის ამჟამინდელი შეფასებით, ჩინეთთან დაკავშირებული ჯგუფის სამიზნე არ ყოფილა კონკრეტული სისტემები, არც პირები. მათ უფრო ფართო მასშტაბით სურდათ, შეემოწმებინათ, რამდენად ღრმად შეეძლოთ ევროკომისიის IT ქსელებში შეღწევა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ევროკომისიაზე მიმდინარე კიბერთავდასხმის უკან სავარაუდოდ, ჩინელი ჰაკერები დგანან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·12:59

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს
ევრონიუსი საქართველო·12:22

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს
ევრონიუსი საქართველო·12:19

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია
ევრონიუსი საქართველო·12:16

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.