ევროპარლამენტარები ანტონიუ კოშტას აფრთხილებენ, რომ ბიუჯეტის გაზრდის გარეშე შეთანხმება არ შედგება
25 ნოემბერს ევროპარლამენტმა არ მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას გეგმა, რომელიც ევროკაშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის 10 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. კოშტას მიზანი იყო, საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში 2027 წელს დაგეგმილი არჩვენების წინ არსებული უთანხმოება მოეგვარებინა.
ევროკავშირის ლიდერები კოშტას წინადადებას ბრიუსელში 26 ნოემბრის სამიტზე განიხილავენ, თუმცა მათ უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ შეთანხმება არ შედგება, თუ მათთვის პრიორიტეტული საკითხები არ იქნება გათვალისწინებული.
„პრემიერ-მინისტები არასდროს კარნახობენ ევროვნულ პარლამენტებს, რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად, ისინი არც ევროპარლამენტს უნდა კარნახობდნენ, რა ნაბიჯები გადადგას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ. თუ პრემიერ-მინისტრები ელიან, რომ საერთო პოზიციაზე შეთანხმების შემდეგ ევროპარლამენტი მას უპირობოდ დაამკტიცებს, ცდებიან. ეს არ მოხდება. ჯობს, გულახდილები ვიყოთ და ამის შესახებ საბჭოს პროცესის ადრეულ ეტაპზევე განვუცხადოთ“. - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, ზიგფრიდ მურეშანმა.
გასულ კვირას კოშტამ წამოაყენა ინიციატივა, საბჭოს წინა პოზიციასთან შედარებით ბიუჯეტი 49 მილიარდი ევროთი შემცირებულიყო. ეს ნაბიჯი მიმართული იყო ე.წ. „მომჭირნე“ ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამგვარად, ევროკომისიის თავდაპირველი წინადადებით გათვალისწინებული თითქმის 2 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი 1,78 ტრილიონ ევრომდე შემცირდებოდა. აპრილში პარლამენტმა საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბა და განსაზღვრა, რომ ევროკავშირს მომდევნო შვიდი წლის გამოწვევებთან გასამკლავებლად სულ მცირე 2,01 ტრილიონი ევრო სჭირდება.
ორი ინსტიტუტის განსხვავებული პოზიცია ბიუჯეტის მოცულობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოების დროსაც ისედაც არაერთი სადავო საკითხია გადასაწყვეტი.
