ორიგინალი
ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
ევრონიუსი საქართველო·13:53

ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

27 ნოემბერი, 2026 · 13:53

ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, სასამართლოს წინაშე წარდგება. მას მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურება ედება ბრალად.

არნო, რომელიც ინციდენტის დროს 22 წლის იყო, 77 წლის დეპარდიეს 2018 წლის აგვისტოში ორჯერ გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ქალმა ანონიმურობის უფლებაზე უარი თქვა.

26 ნოემბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ დეპარდიე 2018 წლის 7 აგვისტოს სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.

თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომელიც 13 აგვისტოს მომხდარ მეორე ინციდენტს ეხებოდა.

დეპარდიე უარყოფს ბრალდებებს.

ბოლო წლებში მსახიობის მიმართ არაერთი ბრალდება გავრცელდა. 2025 წლის მაისში ის დამნაშავედ ცნეს გადასაღებ მოედანზე ორი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში.

ამ თვის დასაწყისში მან აღნიშნულ განაჩენზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი უკან გაიტანა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში დეპარდიე ფრანგული კინოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო.

1948 წელს, საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შატოურუში, მუშათა კლასის ოჯახში დაბადებულმა დეპარდიემ მეტყველების დეფექტი დაძლია და საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად იქცა.

თუმცა, სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ბრალდებებმა თანდათან ჩრდილი მიაყენა მის კინემატოგრაფიულ მიღწევებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

თემა: სასამართლოს

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·09:20
    საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა
  • ტვ პირველი·22:24
    სასამართლოს ძალით ოპოზიციის გამუდმებით, საქართველოში ოფიციალურად დაიხურება დემოკრატია და უვიზო მიმოსვლაც დასრულდება - ნიკა გვარამია
  • იმედი·22:21
    უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“
  • ინტერპრესნიუსი·21:04
    ელენე ხოშტარია - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, როგორმე მიჩქმალონ ომის ნაწილი, რომ თავიდან აირიდონ დიდი პროტესტი
სასამართლოსბრალდებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·13:49

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა
ევრონიუსი საქართველო·13:42

უშედეგო დისკუსია -ევროკავშირის ლიდერები მრავალწლიან ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან

უშედეგო დისკუსია -ევროკავშირის ლიდერები მრავალწლიან ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან
ევრონიუსი საქართველო·16:26

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი
ევრონიუსი საქართველო·16:20

მიგრანტთა ბელარუსში დაბრუნების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთი და ლატვია გაამტყუნა

მიგრანტთა ბელარუსში დაბრუნების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთი და ლატვია გაამტყუნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.