ორიგინალი
აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ელის ჰუანგს ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა
ფორბს საქართველო·11:29

აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ელის ჰუანგს ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა

26 ნოემბერი, 2026 · 11:29

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო უწყებებს არ აქვთ მტკიცებულება, რომ ჩინეთმა Megaspeed-ის ყოფილ აღმასრულებელ ელის ჰუანგს Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ კონგრესის თანამშრომლებს სამშაბათს გამართულ დახურულ შეხვედრაზე FBI-ის, CIA-ისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის წარმომადგენლებმა განუცხადეს. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სავარაუდო ურთიერთობის პერიოდში ელის ჰუანგს ჩინეთის დაზვერვის სააგენტოსთან კონტაქტი ჰქონდა.

როგორც The New York Times-ი და The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, კონგრესის წარმომადგენლებს ელის ჰუანგის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს მიაწოდეს. იგი მანამდე ჩინეთის დაზვერვასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნეოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მისი სავარაუდო მეუღლის, კანგ ვეის საკითხი, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს (MSS) აგენტად არის აღწერილი. აღნიშნული უწყება ქვეყნის მთავარი სადაზვერვო ორგანოა.

ამასთან, შეხვედრაზე ოფიციალურ პირებს არ დაუზუსტებიათ, გადასცემდა თუ არა ელის ჰუანგი ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვას. The New York Times-ის ცნობით, მათ ეს გარემოება არც დაადასტურეს და არც უარყვეს. The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად კი, ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო ელის ჰუანგს თავად დაუკავშირდა და ის უწყებასთან ჯენსენ ჰუანგთან სავარაუდო ურთიერთობის პერიოდშიც ინარჩუნებდა კონტაქტს. თუმცა აშშ-ის მხარეს არ აქვს მტკიცებულება, რომ მან ჩინეთის დაზვერვას რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.

სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებს არ გაუმჟღავნებიათ ის მტკიცებულებები, რომლებიც მარტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს ზედამხედველობით მომზადებულ საიდუმლო მემორანდუმშია თავმოყრილი. კონგრესის თანამშრომლებმა დოკუმენტის ასლი მოითხოვეს.

ელის ჰუანგი სინგაპურში დაფუძნებული მონაცემთა ცენტრების კომპანია Megaspeed-ის აღმასრულებელი იყო. აშშ-ის ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ის ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომის მოპოვებაში ეხმარებოდა, რომელთა ექსპორტზეც აშშ-ს შეზღუდვები აქვს დაწესებული. Megaspeed-ის განცხადებით, ელის ჰუანგი კომპანიაში აღარ მუშაობს.

თუმცა კომპანიის საქმიანობა აშშ-ის გამომძიებლების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციისა და ვაჭრობის დეპარტამენტებმა განაცხადეს, რომ Megaspeed-ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს კონტროლს დაქვემდებარებული ნახევარგამტარების სხვა მიმართულებით გადამისამართების შესაძლო ფაქტზე. გამოძიება, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. ორშაბათს კი, Semafor-ის ინფორმაციით, ვაჭრობის დეპარტამენტმა კომპანია შავ სიაშიც შეიყვანა.

ჯენსენ ჰუანგმა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მიმდინარე თვის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ, რაც ცოლის ღალატი აღიარა. მას რამდენიმე რომანს მიაწერენ, მათ შორის ელის ჰუანგთან ურთიერთობას, რომლის შესახებაც The New York Times-მა პირველად ოქტომბერში დაწერა. თუმცა ორშაბათს Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ჰუანგი თანამდებობაზე დააბრუნა, გადადგომის შესახებ განცხადებიდან 11 დღის შემდეგ.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-ს განუცხადა, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილების შეცვლაში თავად დაარწმუნა. მისი თქმით, საბჭომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ გარანტიები მოითხოვა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ მას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.

ჰუანგის დაბრუნების შემდეგ Nvidia-ს აქციების ფასი ორშაბათს მკვეთრად გაიზარდა და კომპანიის საბაზრო ღირებულებამ მანამდე განცდილი დანაკარგების დიდი ნაწილი აღიდგინა. თუმცა სამშაბათს აქციების ფასი კვლავ შემცირდა, რასაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციებთან დაკავშირებული მზარდი გაურკვევლობა დაემატა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: forbes.ge
  1. მთავარი
  2. ფორბს საქართველო
  3. აშშ-ს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა ელის ჰუანგს ჯენსენ ჰუანგთან რომანის დაწყება დაავალა

თემა: ჩინეთის

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:12
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • იმედი·08:06
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  • რუსთავი 2·08:01
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • ინტერპრესნიუსი·05:20
    აშშ-მა რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორბს საქართველო·11:01

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას – ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან

ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე  შოპინგისას – ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
ფორბს საქართველო·10:57

საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
ფორბს საქართველო·18:43

CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.