ორიგინალი
CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა
ფორბს საქართველო·18:43

CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

25 ნოემბერი, 2026 · 18:43

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის არაკლასიფიცირებულ კომპიუტერულ სისტემებში კიბერშეღწევის ფაქტი გამოვლინდა. The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ღია წყაროებიდან მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციის ბაზებზე წვდომა მოიპოვეს. კიბერშეტევის მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, ამ დროისთვის უცნობია.

The New York Times-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერული თავდასხმის სამიზნე ღია წყაროების სადაზვერვო მონაცემთა ბაზები (OSINT) გახდა. OSINT-ის ბაზები საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას აერთიანებს, მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებსა და სატელიტურ გამოსახულებებს. ამ უკანასკნელს უწყებებს, როგორც წესი, კომერციული კომპანიები სადაზვერვო ანალიზისთვის აწვდიან.

გამოცემის წყაროების ვარაუდით, კიბერშეღწევას შესაძლოა სხვა სამთავრობო უწყებებიც მოეცვა. აქვე საინტერესოა, რომ აღნიშნული ინციდენტი აშშ-ის სახელმწიფო უწყებებსა და მსხვილ ორგანიზაციებში ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირებულ ტექნიკურ შეფერხებებსა და კიბერუსაფრთხოების სხვა პრობლემებს ემთხვევა.

ამასთან, გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) კრიმინალური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCIC) მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ სავარაუდო კიბერშეტევას იკვლევდა. კიბერშეტევის შესაძლო ინციდენტის შესახებ, რომელმაც ფერმერებისთვის განკუთვნილი ონლაინგადახდების სერვისის მუშაობა შეაფერხა, განაცხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმაც.

NCIC-ის შესაძლო გატეხის ფაქტზე გასულ კვირას Fox News-თან ინტერვიუში კითხვები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც დაუსვეს. საყურადღებოა, რომ ტრამპს ინციდენტი არ უარყვია, ხოლო შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა: „ვიტყვი, რომ ეს კარგი ამბავი არაა, არ მომწონს“.

თუმცა პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეი კლეიტონი, აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებში — მათ შორის რამდენიმე ბანკსა და Microsoft-ში — დაფიქსირებულ ტექნიკურ შეფერხებებს შორის კავშირი არ იკვეთება და ამის დასადასტურებლად არც მტკიცებულებები არსებობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: forbes.ge
  1. მთავარი
  2. ფორბს საქართველო
  3. CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

თემა: გახდა

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • პრაიმტაიმი·20:04
    ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი და სტრატეგიულად ავტონომიური უნდა გახდეს
  • იმედი·18:29
    სოსო მანჯავიძე: USAID-ი დემოკრატების საყვარელი ინსტრუმენტი იყო მათი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. USAID-ის მოღვაწეობა გარკვეული შიდა პოლიტიკური გარჩევების საქმე გახდა, თუმცა ეს პროექტები, დამუშავებული სქემები ისევ ცოცხალია და უნდა ველოდოთ გააქტიურებას
  • აჭარის ტელევიზია·18:28
    ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი და სტრატეგიულად ავტონომიური უნდა გახდეს
  • პალიტრა ნიუსი·17:35
    აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა
გახდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორბს საქართველო·15:46

ელექტრო ბუხრები პრემიუმ ინტერიერისთვის

ელექტრო ბუხრები პრემიუმ ინტერიერისთვის
ფორბს საქართველო·15:27

ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით – მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები

ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით – მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
ფორბს საქართველო·15:18

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
ფორბს საქართველო·15:15

“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა

“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.