ორიგინალი
თბილისში BOGGI MILANO-ს მეორე შოურუმი გაიხსნა - იტალიური სტილი და ელეგანტური ესთეტიკა ახალ სივრცეში
ფორბს საქართველო·13:58

თბილისში BOGGI MILANO-ს მეორე შოურუმი გაიხსნა - იტალიური სტილი და ელეგანტური ესთეტიკა ახალ სივრცეში

26 ნოემბერი, 2026 · 13:58

თბილისში, მელიქიშვილის გამზირის N47-ში, ცნობილი იტალიური ბრენდის – BOGGI MILANO-ს ოფიციალური წარმომადგენლობის მეორე შოურუმი საზეიმოდ გაიხსნა.

1939 წელს დაარსებული BOGGI MILANO მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების იტალიური ბრენდია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აერთიანებს იტალიური მოდის ტრადიციებს, თანამედროვე დიზაინსა და ინოვაციურ ხედვას. ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს დახვეწილი ესთეტიკა, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და სტილი, რომელიც კლასიკურ ელეგანტურობასა და თანამედროვე ცხოვრების რიტმს ჰარმონიულად ერწყმის.

ახალი შოურუმის გახსნა ბრენდის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ ბაზარზე. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ურბანულ გარემოში, მელიქიშვილის გამზირზე განთავსებული სივრცე სტუმრებს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. შოურუმი საქართველოში პირველად წარმოდგენილი უახლესი კონცეფციით გამოირჩევა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, დახვეწილ ინტერიერსა და ბრენდის უნიკალურ ესთეტიკას აერთიანებს.

შოურუმის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, ბიზნესისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები, ბრენდის პარტნიორები და სათავო ოფისის წარმომადგენელი, რომლის მონაწილეობამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ ახალ სივრცეს, მის ინოვაციურ კონცეფციასა და ბრენდის უახლეს კოლექციებს.

BOGGI MILANO-ს ახალი შოურუმი მხოლოდ სავაჭრო სივრცე არ არის – ეს არის ადგილი, სადაც იტალიური სტილი, ინდივიდუალიზმი და თანამედროვე ცხოვრების ესთეტიკა ერთიანდება. სივრცე შექმნილია მათთვის, ვისთვისაც ჩაცმულობა თვითგამოხატვის ფორმაა, ხარისხი კი — არჩევანის მთავარი კრიტერიუმი.

„მეორე შოურუმის გახსნა ჩვენთვის BOGGI MILANO-ს ქართულ ბაზარზე განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებელს კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ იტალიური მოდის კულტურა და შევთავაზოთ თანამედროვე მამაკაცის გარდერობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები. მჯერა, რომ ახალი სივრცე ჩვენი სტუმრებისთვის BOGGI MILANO-ს სამყაროს გაცნობის განსაკუთრებული ადგილი გახდება“ — აღნიშნავს BOGGI MILANO საქართველოს გენერალური მენეჯერი მარი დაშნიანი.

„დღეს BOGGI Milano 70-ზე მეტ ქვეყანაში 320-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი, და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე მეორე შოურუმს ხსნის. ბრენდი გლობალურად ყოველდღე იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს, იტალიური სტილის ფილოსოფია მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ. საერთაშორისო მასშტაბის მიუხედავად, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული ადგილობრივი ბაზრის ინდივიდუალურობას. ქართველი მომხმარებელი კი, ვიცით, განსაკუთრებულია და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ადგილობრივ პარტნიორ კომპანიას და მის მმართველ გუნდს, რომელმაც BOGGI Milano საქართველოში უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა და ბრენდის წარმატებულ განვითარებასა და გაფართოებას შეუწყო ხელი. მელიქიშვილის გამზირზე მდებარე შოურუმი ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავია მთელ ევროპაში, რაც ჩვენი ლოკალური პარტნიორი კომპანიის პროფესიონალიზმის შედეგია“, — აცხადებს ელეონორა დ’აუგუსტინი, Boggi Milano-ს ფრენჩაიზის რეგიონალური მენეჯერი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: forbes.ge
  1. მთავარი
  2. ფორბს საქართველო
  3. თბილისში BOGGI MILANO-ს მეორე შოურუმი გაიხსნა - იტალიური სტილი და ელეგანტური ესთეტიკა ახალ სივრცეში

თემა: თბილისში

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 204 სტატია.

  • ფორმულა·14:56
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • GHN·14:38
    ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას - ხატია დეკანოიძე
  • ამბები.ge·14:35
    შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის "საკითხავის ფესტივალი" თბილისი მოლში ბრუნდება
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორბს საქართველო·15:46

ელექტრო ბუხრები პრემიუმ ინტერიერისთვის

ელექტრო ბუხრები პრემიუმ ინტერიერისთვის
ფორბს საქართველო·15:18

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
ფორბს საქართველო·15:15

“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა

“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.