მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო

SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო

ფორმულა|formulanews.ge

ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ფორმულასა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებისა და პუბლიკას ფოტორეპორტიორის პარლამენტში დაშვების ერთჯერადი აკრედიტაციის არგაცემის გამო განგაშის სიგნალი ჩართო.

SJP აცხადებს, რომ პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი უნდა გადაიხედოს და უზრუნველყოფილ იქნეს ჟურნალისტებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემო.

საუბარია 3 შემთხვევაზე:

ფორმულას ჟურნალისტისთვის ნინი ბალანჩივაძისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე ტვ პირველის სამი ჟურნალისტისთვის: ნატალია ქაჯაიასთვის, მაკა ჩიხლაძესა და მაკა ანდრონიკაშვილისთვის 12, 6 და 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებაზე პუბლიკას ფოტორეპორტიორისთვის მანდია გაბაძისთვის ქართული ოცნების პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქებისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის არმიცემაზე

ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ასევე განგაშის სიგნალი ჩართო კომუნიკაციების კომისიის მიერ ტვ პირველისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებაზე ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა.

მანამდე, 26 ივნისს ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა