მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლელო ძლიერი საქართველო: ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი
ლელო ძლიერი საქართველო: ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი

ლელო ძლიერი საქართველო: ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი

ფორმულა|formulanews.ge

"ლელო ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არის სამართლიანი.

"დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული.

ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.

ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.

ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.

ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.

გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება -გარდაუვალი!

რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას რეპრესიებით ინარჩუნებენ, ისტორიულად არსებობის შეზღუდული ვადა აქვთ.

მალე დადგება დღე, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველოში აღდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია", - ნათქვამია გნაცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშიიმედი
  • Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებსBM.GE
რეჟიმში →ძლიერი →

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა