მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რევაზ სოხაძე: ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება
რევაზ სოხაძე: ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება

რევაზ სოხაძე: ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" ინფრასქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთში მომხდარი სტიქიის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება და მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად გამოყენება დაუშვებელია.

სოხაძემ აღნიშნა, რომ თელავში მდინარის დამბები ბოლოს 2021 წელს რეაბილიტირდა, ხოლო სტიქიის გამომწვევ მიზეზებს უახლოეს დღეებში სპეციალისტები შეისწავლიან.

"2015 წელს გაიწმინდა, ბოლოს 2021 წელს ჩატარდა ამ დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე, ზოგადად, არ მესმის როგორ შეიძლება, ოპონენტებმა ისარგებლონ სტიქიური უბდურებით და სპეკულაციისთვის გამოიყენონ ეს. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება, სამწუხაროდ, ჩვენთანაც მოხდა თელავში, ეს არის სტიქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ყველგან ტარდება, თუმცა მიუხედავდა ამისა, დაზღვეული მაინც არასდროს ვართ ხოლმე სტიქიისგან.

ამ დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია ამ სტიქიის დროს და თუ უფრო დეტალურად გნებავთ, გაიგოთ, რატომ მოხდა ეს, უახლოეს დღეებში სპეციალისტების ჩართულობით გვეცოდინება, თუმცა აქ დამბები ნამდვილად არაფერ შუაშია.

თუ სადმე რაიმე არის კანონდარღევით აშენებული ან თუნდაც გარკვეული საფრთხის შემცველია ის შენობა-ნაგებობები,რ ომელიც არის აშენებული, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაგირება", - თქვა სოხაძემ.

თელავში უხვმა ნალექმა ძლიერი სტიქია გამოიწვია. გვიან ღამით ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, ხოლო მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დაიტბორა.

სტიქიის შედეგად წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში, ასევე დაიტბორა მაღაზიები, აფთიაქები და სხვა კომერციული ობიექტები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია.

ადგილზე დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია და შექმნილია საგანგებო შტაბი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის განცხადებით, CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა

ტრამპის განცხადებით, CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა

ფორმულა

ნეპალში წყალდიდობას ასეულობით დაკარგული და მსხვერპლი მოჰყვა — ქვეყანა დახმარებას ითხოვს

ნეპალში წყალდიდობას ასეულობით დაკარგული და მსხვერპლი მოჰყვა — ქვეყანა დახმარებას ითხოვს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პროვინციული სითამამე, გოიმობა, ნდობის გაუმართლებლობა, სიტყვის გატეხვა.."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პროვინციული სითამამე, გოიმობა, ნდობის გაუმართლებლობა, სიტყვის გატეხვა.."

ფორმულა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფორმულა