
ტრამპის განცხადებით, CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა
ფორმულა|formulanews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი დაადასტურა. ტრამპის განცხადებით, ეს მოგზაურობა „ნახევრად რუტინული“ ხასიათისაა და, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების კუთხით კონკრეტული შედეგი გამოიღოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩავიდა CIA-ის ხელმძღვანელი რუსეთის დედაქალაქში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაუღალავად მუშაობს კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება — შესაძლოა, რამე გამოვიდეს“, — განაცხადა ტრამპმა.
ამ ეტაპზე ვიზიტის დამატებითი დეტალები ან შეხვედრების კონკრეტული დღის წესრიგი ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge