მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნეპალში წყალდიდობას ასეულობით დაკარგული და მსხვერპლი მოჰყვა — ქვეყანა დახმარებას ითხოვს
ნეპალში წყალდიდობას ასეულობით დაკარგული და მსხვერპლი მოჰყვა — ქვეყანა დახმარებას ითხოვს

ნეპალში წყალდიდობას ასეულობით დაკარგული და მსხვერპლი მოჰყვა — ქვეყანა დახმარებას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

ტიბეტისა და ნეპალის სასაზღვრო რეგიონში მომხდარმა მცირე მიწისძვრამ მასშტაბური მეწყერი გამოიწვია, რამაც მთებიდან ჩამოწოლილი მასით მდინარეების — ტრიშულის, ბჰოტე-კოსისა და ნარაიანის — კალაპოტები ჩახერგა. ნაპირებიდან გადმოსულმა, ტალახითა და ქვებით დამძიმებულმა წყლის ნაკადმა სანაპირო დასახლებები დატბორა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ მიაქვს წყალს საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამაშველო სამსახურებმა 18 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მაღალია.

ნეპალის ტურიზმის ბიუროს ცნობით, უგზო-უკვლოდ ითვლება 384 ტურისტი (291 უცხოელი და 93 ადგილობრივი). გარდა ამისა, წყდება კავშირი 35 პოლიციელსა და 44 სამხედროსთან. ადგილობრივ მცხოვრებთა შორის დაკარგულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობი.

ნეპალის პოლიციის ვერტმფრენებმა 88 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ჩინეთის მიერ გაგზავნილ ვერტმფრენს ძლიერმა ქარმა მუშაობაში ხელი შეუშალა. გზების დატბორვის გამო ხმელეთიდან გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ნეპალის მთავრობამ ოფიციალური დახმარების თხოვნით უკვე მიმართა მეზობელ ჩინეთსა და ინდოეთს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პროვინციული სითამამე, გოიმობა, ნდობის გაუმართლებლობა, სიტყვის გატეხვა.."

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პროვინციული სითამამე, გოიმობა, ნდობის გაუმართლებლობა, სიტყვის გატეხვა.."

ფორმულა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფორმულა

რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

ფორმულა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

ფორმულა