მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალასი: სირთულეები გვაქვს საქართველოსთან, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან
კალასი: სირთულეები გვაქვს საქართველოსთან, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან

კალასი: სირთულეები გვაქვს საქართველოსთან, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან

ფორმულა|formulanews.ge

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან.

ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს", - თქვა კალასმა.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იქნება "ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

ფორმულა

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

ფორმულა

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

ფორმულა

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

ფორმულა