მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია
მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

ფორმულა|formulanews.ge

,,ქართული ოცნების" რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი მამუკა მდინარაძე ყოფილი ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია. მდინარაძის შეფასებით, გავრცელებული ცნობები სრული აბსურდია.

„წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, ცხოვრებაში საერთოდ არავისთვის გამიგზავნია, ჩვეულებრივ მესიჯებს თუ არ ჩავთვლით. არც სხვა პირის მეშვეობით შემითვლია რამე“, — აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წერილი შინაარსობრივად ღარიბაშვილის მხარდამჭერის პოზიციიდან არის დაწერილი, სადაც საუბარია „ბოლომდე ბრძოლაზე“, რაც ლოგიკურად გამორიცხავს მის ავტორობას. მდინარაძემ დასძინა, რომ მსგავსი საკითხებით არასდროს ყოფილა დაკავებული, ხოლო თუ რატომ მოიხსენიებს მას ყოფილი პრემიერი, ეს თავად ღარიბაშვილს უნდა ჰკითხონ.

ცნობისთვის, პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანია მისი პოლიტიკური განადგურებისკენ იყო მიმართული. ექსპრემიერის მტკიცებით, მან ივლისში მამუკა მდინარაძისგან მიიღო წერილი, ხოლო გუნდმა მისგან კორუფციული ბრალდების აღიარება მოითხოვა, რამაც „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და იძულებული გახადა, ბრძოლა დაიწყოს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?BM.GE
  • ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართებაიმედი
  • ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრონეტგაზეთი
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

ფორმულა

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

ფორმულა

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

ფორმულა

„ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

„ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ფორმულა