
მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“
ოცნების ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლა მისი პირადი და გულწრფელი სურვილი იყო.
მდინარაძის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა.
„ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიციატივა იყო. ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან თავიდანვე არ ყოფილა თანხმობა, თუმცა შევძელი მათი დარწმუნება, რომ ჩემთვის ასე სჯობდა“...
მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევrს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილება ოჯახურ გარემოებებსა და შვილების ასაკს უკავშირდება. ყოფილი მინისტრის განცხადებით, პოლიტიკაში „გვერდებიდან შემოჩოჩებას“ არ აპირებს და გუნდში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი გახდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge