მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბრიტანეთმა რუსული კიბერქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ბრიტანეთმა რუსული კიბერქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ბრიტანეთმა რუსული კიბერქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ფორმულა|formulanews.ge

Reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსული კიბერქსელების წინააღმდეგ. ქვეყნის ხელისუფლება მათ მთელ ევროპაში ქაოსისა და განხეთქილების დათესვის მცდელობაში ადანაშაულებს.

"დღევანდელი ქმედება მიზნად ისახავს 24 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც დგანან დამანგრეველი კიბერ და ჰიბრიდული ოპერაციების უკან. მათ შორის არიან კიბერკრიმინალები, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ პროქსი (შუამავალ) ქსელებში.

ეს მოიცავს სანქციების დაწესებას რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსი ხელმძღვანელობის წევრების - ვიაჩესლავ სტაფეევის, ივან სენინისა და ივან კასიანენკოს მიმართ, ГРУ-ს კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების ოპერაციების მართვაში მათი როლის გამო", -ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლონდონში რუსეთის საელჩოს ამ საკითხზე მყისიერი კომენტარი არ გაუკეთებია. აღნიშნული სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით გამოცხადდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

ფორმულა

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს — „გადაწყვეტილება ჩემი ინიციატივა იყო“

ფორმულა

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

სანქტ-პეტერბურგში მანქანა აფეთქდა — დაღუპულია რუსი ვიცე-პოლკოვნიკი

ფორმულა

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს

ფორმულა