მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებისთვის 15 პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებისთვის 15 პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებისთვის 15 პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საბჭომ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო სანქციები 15 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას დაუწესა.

ევროკავშირის განცხადების მიხედვით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ოფიციალური პირები და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც უკრაინელი ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამებაში, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში არიან დადანაშაულებული.

სანქციები შეეხო დონეცკის ოლქში მდებარე ოლენივკის ციხის პირველი მოადგილის, დმიტრი ნილოვის, ასევე რუსეთის პაკინოს №7 სასჯელაღსრულების კოლონიის უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ალექსეი ხავეცკისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლის, იან ზანევსკის. სანქციების სიაში ასევე მოხვდა ტაგანროგის №2 წინასწარი პატიმრობის იზოლატორი (СИЗО-2), სადაც, ევროკავშირის ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები, სამოქალაქო პირები, მათ შორის ჟურნალისტები და ქალები, სისტემურ წამებას განიცდიდინენ.

ევროკავშირის საბჭომ დამატებით სანქციები დააწესა რუსეთის უდარნოეს №10 სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელს, მის ხუთ მოადგილესა და სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელზე.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ევროკავშირის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამება, არასათანადო მოპყრობა და მკვლელობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვსიმედი
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →პირს →

მსგავსი სტატიები

ავლაბარში კაცი მოკლეს

ავლაბარში კაცი მოკლეს

ფორმულა

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ფორმულა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა