მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა|formulanews.ge

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 13 ივლისს, ქალაქ გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პირს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობის და ასევე თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 5 პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურატვ პირველი
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
პირს →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ბათუმში მცირეწლოვანი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში მცირეწლოვანი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ფორმულა

გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს

გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს

ფორმულა

გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი

ფორმულა

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან დაკავშირებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან დაკავშირებით

ფორმულა