მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს

ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს

ფორმულა|formulanews.ge

სამხრეთ კავკასიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული და გეოპოლიტიკური გარდაქმნების ახალი ეტაპი იწყება. სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

როგორც სომხური სააგენტო Armeniapress წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაადასტურა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეთანხმების ძალაში შესვლის შიდასახელმწიფოებრივი პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, დაფუძნდება ერთობლივი საწარმო TRIPP Development Company, სადაც აშშ-ის წილი 74%-ს შეადგენს, ხოლო სომხეთის — 26%-ს.

ახალ კომპანიას სომხეთის ტერიტორიაზე შესაბამის ზონებში მიწით სარგებლობისა და განაშენიანების უფლება თავდაპირველად 49 წლის ვადით გადაეცემა, თუმცა ამერიკული მხარე „ტრამპის მარშრუტზე“ კონტროლსა და სტრატეგიულ გარანტიებს 100-წლიან პერსპექტივაში განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ საავტომობილო გზას არ მოიცავს — ის წარმოადგენს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურულ დერეფანს, სადაც გაერთიანდება: თანამედროვე საავტომობილო მაგისტრალი, სარკინიგზო ქსელი, ენერგომილსადენები და ციფრული კომუნიკაციები.

გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. სწორედ ამ პაკეტის ნაწილია TRIPP, რომლის მთავარი ამოცანა ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებაა.

ეს არის სწორედ ის მარშრუტი, რასაც ბაქო „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა, თუმცა არსებითი განსხვავებით: TRIPP არ გულისხმობს ტერიტორიის ექსტერიტორიულობას. მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სრულად ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას პროექტის ზონაში. „სომხეთი კვლავაც სრულად იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, საზღვრისა და საბაჟო კონტროლზე, ისევე როგორც საგადასახადო ადმინისტრირებაზე,“ — განაცხადა მირზოიანმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთოიმედი
  • ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდაBM.GE
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

რუსეთში სამხედრო რეკრუტირების წინააღმდეგ 250-კაციანი პატრული შეიქმნა

რუსეთში სამხედრო რეკრუტირების წინააღმდეგ 250-კაციანი პატრული შეიქმნა

ფორმულა

პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება

პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება

ფორმულა

ლარაკზე აშშ-ის იერიშის საპასუხოდ ირანმა იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე დარტყმა მიიტანა

ლარაკზე აშშ-ის იერიშის საპასუხოდ ირანმა იორდანიაში ამერიკულ ბაზებზე დარტყმა მიიტანა

ფორმულა