მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდა
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდა

ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდა

BM.GE28 აგვისტო, 2026, 22:40|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ონტარიოს ტბას სახელი გადაერქვა და მას "ამერიკის ტბა" (Lake America) ეწოდა.

დოკუმენტი შინაგან საქმეთა მდივან დუგ ბურგუმსა და მის უწყებას ავალდებულებს, გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ცვლილებები დაუყოვნებლივ ასახონ. აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და ოტავას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლასა და ორმხრივი ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას მოჰყვა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ოტავა ახალ სახელწოდებას არ აღიარებს და ტბას ონტარიოს წოდებას შეუნარჩუნებს. პრემიერის თქმით, ამერიკაში ბევრი რამ იცვლება სავაჭრო ურთიერთობებიდან და საგარეო პოლიტიკიდან დაწყებული, სახელწოდებებით დამთავრებული, თუმცა რეალობის აღქმა ნიშნავს იმას, რომ ტბას ონტარიო ერქვა, ჰქვია და ერქმევა.

ამასთან, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა საერთაშორისო წყლის ობიექტს სახელი შეუცვალა. მეორე ვადის პირველსავე დღეს მან მექსიკის ყურეს "ამერიკის ყურე" უწოდა.

შეგახსენებთ, ეკონომიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონმა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რასაც ოტავამ საპასუხო 50%-იანი ტარიფებით უპასუხა.

ცნობისთვის, ონტარიოს ტბის ისტორიული დასახელება იროკეზული წარმოშობისაა და "მბზინავი წყლების ტბას" ნიშნავს. ის ჩრდილოეთ ამერიკის ხუთ დიდ ტბას შორის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს და ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს კანადის პროვინცია ონტარიოსა და აშშ-ის ნიუ-იორკის შტატს შორის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნაიმედი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოს

NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოს

BM.GE

საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგების შესასწავლად ეროვნული გეომეცნიერული პროგრამა მზადდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგების შესასწავლად ეროვნული გეომეცნიერული პროგრამა მზადდება

BM.GE

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს

BM.GE

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

"მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს" - ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში ჩავიდა

BM.GE