მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კიევზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა
კიევზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა

კიევზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ძალებმა 19 ივლისის ღამეს კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

უწყების ცნობით, აფეთქებები და ხანძრები დედაქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში – დნიპროვსკის, დესნიანსკის, სოლომიანსკის, შევჩენკივსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში დაფიქსირდა.

სოლომიანსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა საოფისე შენობას, დაზიანდა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა. ასევე დაიწვა არასაცხოვრებელი შენობაც.

შევჩენკივსკის რაიონში ხანძარი სამსართულიან შენობას მოედო, დაიწვა 10-ზე მეტი გაჩერებული ავტომობილი, ხოლო ახლომდებარე 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა, დესნიანსკის რაიონში კი არასაცხოვრებელი შენობა დაიწვა.

დნიპროვსკის რაიონში ხანძარი ავტომობილებს, არასაცხოვრებელი შენობის ტერიტორიასა და ოთხსართულიან საერთო საცხოვრებელს გაუჩნდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილებზე სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქზე ერთ საათზე ნაკლებ დროში 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სხვა შენობები და ავტომობილები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდაიმედი
  • რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანიტვ პირველი
  • კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

ნეპალსა და ტიბეტში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 1200 ადამიანს გადააჭარბა

ნეპალსა და ტიბეტში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 1200 ადამიანს გადააჭარბა

ფორმულა

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ პირს რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდა

ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ პირს რუსეთის პასპორტები აღმოაჩნდა

ფორმულა

სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს

სალომე ზურაბიშვილის თქმით მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები ძალაუფლების დაშლას მოასწავებს

ფორმულა

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

ფორმულა